Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დღეს შედგა სალომე ზურაბიშვილის კურთხევა რევოლუციური კომიტეტის თავმჯდომარედ – ვატო შაქარიშვილი

მარშალ პრესი 31/03/2023
ვატო შაქარიშვილი

მოძრაობა „აი იას“ თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წლიურ ანგარიშს სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ პარლამენტის ტრიბუნაზე იდგა უმადური ადამიანი, რომელიც საკუთარ ქვეყანასა და ხალხს გადაუდგა!

მისი თქმით, დღეს შედგა მისი კურთხევა, საქართველოში რევოლუციური კომიტეტის თავმჯდომარედ

„მიუხედავად იმისა, რომ სხვა არჩევანი არ გვქონდა, მაინც ბოდიშს ვუხდი თითოეულ ადამიანს, ვისაც ვარწმუნებდი მხარი დაეჭირა სალომე ზურაბიშვილისთვის! თბილისში, რუსთავში, თელავში, გორში, ქუთაისში, სამტრედიაში, ბათუმში, ჩოხატაურში… სადაც ჩავედით და მის მხარდასაჭერად დარბაზები გადავჭედეთ… ბოდიში!

პარლამენტის ტრიბუნაზე იდგა აროგანტული, უსაფუძვლოდ ამპარტავანი, უმადური ადამიანი, რომელიც საკუთარ ქვეყანასა და ხალხს გადაუდგა! დღეს შედგა მისი კურთხევა, საქართველოში რევოლუციური კომიტეტის თავმჯდომარედ. ქართველმა ხალხმა ის პრეზიდენტად აირჩია, უცხო ქვეყნების ძალებმა კი, ოპოზიციის ლიდერად დანიშნეს. აღიარებამაც არ დააყოვნა მქუხარე ტაში ნაცმოძრაობისგან და მადლობა გახარიასგან. ღალატსაც ვერ ვარქმევ… არის კი საქართველო მისი სამშობლო…?“- წერს ვატო შაქარიშვილი.

Post navigation

Previous: სალომე ვაკელი პუტჩისტია – ლევან ჭოტორლიშვილი
Next: გამოსვლა გამოსვლისათვის, რომელიც არაფრისმთქმელია – ლევან ნიკოლეიშვილი სალომე ზურაბიშვილზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.