Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სალომე ვაკელი პუტჩისტია – ლევან ჭოტორლიშვილი

მარშალ პრესი 31/03/2023
ლევან ჭოტორლიშვილი

სალომე ზურაბაშვილის განცხადება, რომ დიქტატორი გამსახურდია დაამარცხეს დემოკრატიულმა ძალებმა, ჯაბა იოსელიანის და თენგიზ კიტოვანის მეთაურობით, ზუსტად ჯდება საბჭოთა ქართული ინტელიგენციის ნომენკლატურული ნაწილის მსოფლმხედველობაში – ამის შესახებ გერმანიაში მოღვაწე ქართველი ფიზიკოსი, პროფესორი ლევან ჭოტორლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ლევან ჭოტორლიშვილი აცხადებს, პრეზიდენტ ზურაბიშვილის მაგალითით დასტურდება, რომ ერი უფრო მეტია, ვიდრე სახელმწიფო. შესაბამისად, მისი განმარტებით, გასაკვირი აღარ არის, თუ რატომ იყო სალომე ზურაბიშვილის და პუტჩისტების მოსაზრებები თანხვედრაში 90-იან წლებში.

„სალომე ზურაბაშვილის განცხადება რომ დიქტატორი გამსახურდია დაამარცხეს დემოკრატიულმა ძალებმა ჯაბა იოსელიანის და თენგიზ კიტოვანის მეთაურობით, ზუსტად ჯდება საბჭოთა ქართული ინტელიგენციის ნომენკლატურული ნაწილის მსოფლმხედველობაში.

საოცარია, ადამიანი ვინც დაიბადა და გაიზარდა საფრანგეთში არის ზუსტად ისეთი როგორიც მისი თაობის და წრის წარმომადგენლები საქართველოში. ადრეც ვამბობდი და გავიმეორებ, ერი არის უფრო მეტი, ვიდრე სახელმწიფო და ეს უხილავი ეროვნული ქსოვილი აერთიანებს ვაკელ პუტჩისტებს ლევილის სათვისტომოსთან. მართალია სალომე ფრანგია და რუსული ენა არ იცის, მაგრამ მაინც ვაკელი პუტჩისტია. ვაკელ პუტჩისტს კი დღევანდელ დესტრუქციულ გოიმ ოპოზიციასთან მხოლოდ სიტუაციური კავშირი შეიძლება ჰქონდეს და არა ღირებულებითი.“ – წერს ლევან ჭოტორლიშვილი Facebook-ზე.

Post navigation

Previous: თქვენ არ ხართ ობიექტური, ეს არის უკიდურესი ტენდენციურობა და პოლარიზაციის გამაღრმავებელი – მამუკა მდინარაძე პრეზიდენტს
Next: დღეს შედგა სალომე ზურაბიშვილის კურთხევა რევოლუციური კომიტეტის თავმჯდომარედ – ვატო შაქარიშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.