Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თქვენ არ ხართ ობიექტური, ეს არის უკიდურესი ტენდენციურობა და პოლარიზაციის გამაღრმავებელი – მამუკა მდინარაძე პრეზიდენტს

მარშალ პრესი 31/03/2023
მდინარაძე

„ჩვენ რომ სანქციებს მივერთებოდით, ჩვენ რომ უკრაინაში მოხალისე სამხედროები გაგვეშვა, ჩვენ რომ რუსი ეროვნების მოქალაქეების დევნა დაგვეწყო, როგორც დევნიდნენ მათ თბილისის ქუჩებში, ჩვენ რომ გვეძახა აი ამ „წვას“ გვირჩევნია ბომბების ცვენაო, ჩვენ რომ უკრაინის ხელისუფლების კონკრეტული წარმომადგენლების, მაღალჩინოსნების მოწოდებებს ავყოლოდით, ომისგან გადარჩენა შესაძლებელი იქნებოდა? რისკების დაზღვევა როგორ მოხდებოდა“? – ასე მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ სალომე ზურაბიშვილს პლენარულ სხდომაზე, სადაც საქართველოს პრეზიდენტის წლიური ანგარიში მისმინეს.

მისი შეფასებით, სალომე ზურაბიშვილის მიზნები ემთხვევა რადიკალური ოპოზიციის მიზნებს.

„კანდიდატის სტატუსის არმონიჭება გახლავთ რადიკალური ოპოზიციის მიზანი, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოში შეცვალონ ხელისუფლება ნებისმიერ გზით. ხომ არ ემთხვევა თქვენი პოზიცია ირიბად თუ პირდაპირ ამ მიზნებს? ევროკავშირმა თავად აღიარა, რომ საქართველო, მაშინ როდესაც მას არ მიენიჭა მოლდოვასთან და უკრაინასთან ერთად კანდიდატის სტატუსი, იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს. დღეს თქვენ ბრძანეთ, რომ არ იმსახურებდა. ევროპამ თავად აღიარა, საქართველოში ყველა ობიექტური ადამიანი ფიქრობს, რომ იმსახურებდა და თქვენ ამბობთ, რომ არ იმსახურებდა და ჩვენ დაგვაბრალეთ. თქვენ შესრულებულ რეკომენდაციებს დაარქვით ფორმალურად შესრულებული. დღეს ამბობთ, რომ კიდევ არ იმსახურებს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა თავისი გამოსვლით პოლარიზაციის ახალი ტალღის წარმოშობას შეუწყო ხელი.

„თქვენ არ ხართ ობიექტური, „ნაცმოძრაობის“ ნარატივის გაძლიერება არ არის ობიექტურობა. ეს არის უკიდურესი ტენდენციურობა და პოლარიზაციის გამაღრმავებელი, მაგრამ საქართველო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ პირველი, ჩვენი ქვეყანა ფიზიკურად გადარჩეს და მეორე, ღირსებით, ეროვნული იდენტობის შენარჩუნებით, ეროვნული თავმოყვარეობის შენარჩუნებით გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Post navigation

Previous: უცნაური იყო პრეზიდენტის რამდენიმე განცხადება, რომლებიც რბილად რომ ვთქვა, ძალიან დაშორებული იყო იმ რეალობას, რასაც ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენს ირგვლივ ტრიალებდა
Next: სალომე ვაკელი პუტჩისტია – ლევან ჭოტორლიშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.