Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ბრეივიკმა სასტიკი დანაშაული ჩაიდინა და მიეზღო ნორვეგიული კანონმდებლობის შესაბამისად, სააკაშვილმა კი შექმნა სისტემა, რომელიც პირდაპირ ახორციელებდა ადამიანთა მოკვდინებას

მარშალ პრესი 28/03/2023
ზურაბ ქადაგიძე

,,ხალხის ძალის” წევრი, ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე, Facebook-ის საკუთარ გვერდზე ეხმაურება მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ: ,,ბრეივიკმა ხელი თავად გამოკრა სასხლეტს, ხოლო მიხეილ სააკაშვილმა შექმნა სისტემა, სადაც სასხლეტზე ხელის გამომკვრელი ბევრი ადამიანი იყო”.

უფრო მეტიც, ბრეივიკმა სასტიკი დანაშაული ჩაიდინა და მიეზღო ნორვეგიული კანონმდებლობის შესაბამისად… სააკაშვილმა კი სისტემა შექმნა, რომელიც პირდაპირ ახორციელებდა ადამიანთა მოკვდინებას, დაშინებას, ტერორსა და შანტაჟს. ახლა სამართალს არ ცნობს, საზოგადოებას შეურაცხყოფას აყენებს და უფრო მეტიც, 10 წლის შემდეგაც, იმავე სისტემის რეინკარნაციას ცდილობს.

აქედან გამომდინარე, რთულია განასხვავო ერთიმეორისგან აღიარებული და დე-ფაქტო ტერორისტი, როგორც ბრეივიკი და სააკაშვილი. ,,ნაცმოძრაობამ” იმაზე დიდი დანაშაულებრივი მემკვიდრეობა და იდეოლოგიური ტრამვა დაუტოვა ქართულ საზოგადოებას, ვიდრე ნორვეგიის ელჩს წარმოუდგენია. ამ კატასტროფული შედეგების განეიტრალებას თაობები ესაჭიროება… ასე რომ, სამართლიანი შეფასების შემთხვევაში, ნორვეგიის ელჩის შეშფოთება, უფრო სააკაშვილის დანაშაულებების მასშტაბებთან შედარებას უფრო უნდა აეღელვებინა, ვიდრე – პირიქით”, – აღნიშნავს ზურაბ ქადაგიძე.

Post navigation

Previous: საქართველომ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები ევროინტეგრაციის გზაზე და სამართლიანად იმსახურებს გახდეს ევროპული ოჯახის წევრი
Next: ეს ტელევიზია ბოლო 2-3 თვის განმავლობაში თავის სარედაქციო პოლიტიკით გახდა ფორმულა-2 – ირაკლი კობახიძე “პალიტრაზე”

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.