Skip to content
08/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველომ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები ევროინტეგრაციის გზაზე და სამართლიანად იმსახურებს გახდეს ევროპული ოჯახის წევრი

მარშალ პრესი 28/03/2023
338020656_6361797873839857_6757094278913684123_n

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე ბათუმში გამართულ პარტიულ კონფერენციას დაესწრო. მან კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და მადლობა გადაუხადა პარტიული საქმიანობისთვის და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროცესებში მონაწილეობისთვის.

“თქვენ ხართ ის ხალხი, ვისთან ერთადაც დავიწყეთ ბრძოლა 2011 წელს, რთული გზა გავიარეთ, ბევრ წარმატებას და გამარჯვებას მივაღწიეთ ერთად. დღესაც თქვენ ხართ ჩვენი გუნდის მთავარი საყრდენი და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების პროცესში დიდია თქვენი წვლილი. რასაკვირველია, გამოწვევები დღესაც არის, თუმცა ერთიანობით, შემართებით, სწორი სვლით და რაც მთავარია, ქვეყნის ინტერესებზე მორგებული გადაწყვეტილებებით დავძლევთ ყველა პრობლემას. პატრიოტიზმი, ტრადიციების შენარჩუნება, ჩვენი იდენტობის, კულტურის და ისტორიის დაცვა “ქართული ოცნების” მთავარი ღირებულებებია და სწორედ ამ პრინციპებით ვხელმძღვანელობთ ევროინტეგრაციის გზაზეც.

მე ვარ ერთ-ერთი ის ადამიანი, რომელსაც ევროპაში ცხოვრების და კარიერის შექმნის ისტორია გააჩნია. კარგად ვიცი რა არის ევროპა და ევროპული ღირებულებები და სწორედ ამიტომ მინდა, რომ ჩემი ქვეყანა გახდეს ამ დიდი ოჯახის წევრი. თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს არ უნდა მოხდეს კრიმინალის გათავისუფლების მოთხოვნის სანაცვლოდ, ქვეყანაში არეულობის და ქაოსის დათესვის სანაცვლოდ. “ქართული ოცნება” მზადაა 12-პუნქტიანი გეგმის პირნათლად შესასრულებლად და ამისთვის კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს.

გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ევროკავშირის სტრუქტურებმა, იმსახურებს თუ არა ქართველი ხალხი სტატუსს არა კრიმინალის გათავისუფლების საპირწონედ, არამედ რეალური საქმით და რეფორმებით, რაც გატარდა”,- განაცხადა კახა კალაძემ სიტყვით გამოსვლისას. „ქართული ოცნება“ ქვეყნის მასშტაბით პარტიულ კონფერენციებს მართავს. პირველი კონფერენცია დღეს ბათუმში ჩატარდა.

Continue Reading

Previous: ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებს შეხვდა
Next: ბრეივიკმა სასტიკი დანაშაული ჩაიდინა და მიეზღო ნორვეგიული კანონმდებლობის შესაბამისად, სააკაშვილმა კი შექმნა სისტემა, რომელიც პირდაპირ ახორციელებდა ადამიანთა მოკვდინებას

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025