Skip to content
12/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ეს ტელევიზია ბოლო 2-3 თვის განმავლობაში თავის სარედაქციო პოლიტიკით გახდა ფორმულა-2 – ირაკლი კობახიძე “პალიტრაზე”

მარშალ პრესი 28/03/2023
ირაკლი კობახიძე

ბოლო 2-3 თვის განმავლობაში ეს ტელევიზია [პალიტრა] ძალიან დაემსგავსა კეზერაშვილის სხვა ტელევიზიას – „ფორმულას“, გახდა ერთგვარი „ფორმულა-2“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი კობახიძემ კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, დავით კეზერაშვილი რამდენიმე თვეა „პალიტრა მედიას“ აფინანსებს.

„მე არ ვიცი ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მაქვს, ან შეიძლება მქონდეს და დეტალებში ვერ შევალ, არ მინდა ზოგადი ინფორმაცია გავუზიარო ვინმეს. ერთი რამ ნათელია, რომ ბოლო 2-3 თვის განმავლობაში ეს ტელევიზია ძალიან დაემსგავსა კეზერაშვილის სხვა ტელევიზიას – ფორმულას, გახდა ერთგვარი ფორმულა-2.

ეს არის ჩემი დაკვირვება, დანარჩენი, იქ როგორ გადაფორმდა წილები, როგორ გადაფორმდა საკუთრება და როგორია რეალურად ხარჯები, რასაც გასცემენ ამ ტელევიზიის მესაკუთრეები, ამ დეტალებში მე ვერ შევალ, მაგრამ რეალურად ეს ტელევიზია ბოლო 2-3 თვის განმავლობაში თავის სარედაქციო პოლიტიკით გახდა ფორმულა-2, ანუ კეზერაშვილის მეორე ტელევიზია“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Continue Reading

Previous: ბრეივიკმა სასტიკი დანაშაული ჩაიდინა და მიეზღო ნორვეგიული კანონმდებლობის შესაბამისად, სააკაშვილმა კი შექმნა სისტემა, რომელიც პირდაპირ ახორციელებდა ადამიანთა მოკვდინებას
Next: გაუგონარი ცინიზმი და ქართველი ხალხის შეურაცხყოფა – ნანა კაკაბაძე სააკაშვილის დაჯილდოებაზე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025