Skip to content
17/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებს შეხვდა

მარშალ პრესი 28/03/2023
337861950_216050227677638_2382652700274445950_n
საქართველოსა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და საქართველოში მიმდინარე და განხორციელებული დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლების შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს საკითხებში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებელთა კონსტრუქციულ მუშაობას. მთავრობის მეთაურმა საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
საუბარი ასევე შეეხო რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებს. განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება. ხაზი გაესვა ევროპის საბჭოს მხარდაჭერის როლს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესში. ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები კლოდ კერნი და ედიტ ესტრელა, ასევე საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი ნატალია ვუტოვა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე.

Continue Reading

Previous: ტელეკომპანია “POSTV-ის გუნდი განცხადებას ავრცელებს (ვიდეო)
Next: საქართველომ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები ევროინტეგრაციის გზაზე და სამართლიანად იმსახურებს გახდეს ევროპული ოჯახის წევრი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025