Skip to content
26/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველოს უკრაინიზაცია დაუშვებელია, ჩვენი ქვეყანა არ უნდა განადგურდეს – თამთა მეგრელიშვილი

მარშალ პრესი 26/03/2023
თამთა მეგრელიშვილი

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას აზიარებს, რომლის თქმითაც, იარაღის უკმარისობის გამო, უკრაინას კონტრიერიშის დაწყება ჯერ არ შეუძლია. მეგრელიშვილის შეფასებით, სამწუხაროდ, უკრაინა გაწირეს და გაანადგურეს.

მისივე თქმით, ადრე თუ გვიან, ყველაფერს მოეფინება ნათელი და ყველა ღიად გაიგებს, ვინ უპირებდა საქართველოს განადგურებას.

„საქართველოს უკრაინიზაცია დაუშვებელია, ჩვენი ქვეყანა არ უნდა განადგურდეს! ჩვენი ერი არ უნდა გადაშენდეს! დიახ, სამწუხაროდ უკრაინა გაწირეს და გაანადგურეს. 

ნუთუ კიდე არსებობს ჩვენ ქვეყანაში ადამიანი, ვისაც ამაში ეჭვი ეპარება?  ადრე თუ გვიან, ყველაფერს მოეფინება ნათელი და ყველა ღიად გაიგებს, ვინ უპირებდა საქართველოს აღგვას პირისაგან მიწისა, თუმცა იქამდე დიდი სირთულეების გადალახვა გვიწევს, რომ საბოლოოდ გავიდეთ სამშვიდობოს.  ღმერთმა ქნას, უკრაინელი ერი მოეგოს გონს და მოსთხოვოს პასუხი მათი ქვეყნის გამანადგურებლებს!”- წერს მეგრელიშვილი.

Post navigation

Previous: მკვლელი რეჟიმის შემქმნელს აჯილდოებენ „ადამიანის უფლებების დაცვისთვის” – მართლა ხომ არ გაჟრიალებთ, ვიკინგებო?
Next: ლევან ხაბეიშვილი სააკაშვილის გზას დაადგა და 40 წლის ადამიანები ჩარეცხა (ვიდეო)

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.