ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებს შორის უკმაყოფილებაა. ამის მიზეზი კი პარტიის ახალგაზრდულის ყრილობაა, სადაც ნიკა მელიას მხარდამჭერები არ დაპატიჟეს იმ მიზეზით, რომ ისინი ახალგაზრდული ასაკისანი არ არიან.
ლევან ხაბეიშვილის თქმით, 40 წლის არ არის ახალგაზრდა, შესაბამისად ისინი ვერ დაესწრებიან ყრილობას.
