Skip to content
26/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მკვლელი რეჟიმის შემქმნელს აჯილდოებენ „ადამიანის უფლებების დაცვისთვის” – მართლა ხომ არ გაჟრიალებთ, ვიკინგებო?

მარშალ პრესი 26/03/2023
ზურაბ ქადაგიძე

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე მიხეილ სააკაშვილისთვის ჯილდოს გადაცემას სოციალურ ქსელში ეხმიანება და სანდრო გირგვლიანის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილებას იხსენებს. როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, გადის წლები და ამ მკვლელი რეჟიმის შემქმნელს „ადამიანის უფლებების დაცვისთვის“ აჯილდოებენ.

„სასამართლო გაოგნებულია იმ შეთანხმებული ქმედებებით, რომლებითაც ხელისუფლების სხვადასხვა შტო მოქმედებდა… რათა ამ საშინელ მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო,“ – ეს ფრაზა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში გირგვლიანის საქმეზე წერია. გადის წლები და ამ მკვლელი რეჟიმის შემქმნელს „ადამიანის უფლებების დაცვისთვის“ აჯილდოებენ…  თქვენ მართლა ხომ არ გაჟრიალებთ, ვიკინგებო?“ – წერს ზურაბ ქადაგიძე  Facebook-ზე.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი, ნორვეგიაში, დემოკრატიის პრიზით დაჯილდოვდა. ნორვეგიის კონსერვატიული პარტიის განცხადებით, ეს პრემია სააკაშვილს მიანიჭეს ადამიანის უფლებების, პოლიტიკური და ეკონომიკური თავისუფლებებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ხელშეწყობისთვის. პრიზის გადაცემის ცერემონიას დაესწრო მესამე პრეზიდენტის დედა გიული ალასანია და შვილი ნიკოლოზ სააკაშვილი, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის სიტყვა წაუკითხა დარბაზში შეკრებილებს.

Post navigation

Previous: პოლონურ კომპანიაში დასაქმებული ტრაილერის ქართველი მძღოლები გაიფიცნენ
Next: საქართველოს უკრაინიზაცია დაუშვებელია, ჩვენი ქვეყანა არ უნდა განადგურდეს – თამთა მეგრელიშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.