შალვა პაპუაშვილი: ჩამოვედი კიევში საქართველოს გზავნილის გადმოსაცემად: ვიზიარებთ თქვენს ტკივილს, საქართველო მხარს უჭერს უკრაინას

970X90

ჩამოვედი კიევში საქართველოს გზავნილის გადმოსაცემად: ვიზიარებთ თქვენს ტკივილს, საქართველო მხარს უჭერს უკრაინას, – ამის შესახებ Twitter-ზე წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, რომელიც პარლამენტის დელეგაციასთან ერთად კიევში იმყოფება.

„ჩამოვედი კიევში ქართველ დეპუტატებთან ერთად, საქართველოს გზავნილის გადმოსაცემად: ვიზიარებთ თქვენს ტკივილს, საქართველო მხარს უჭერს უკრაინას, ქართველები უკრაინელების გვერდით ვდგავართ“, – წერს პაპუაშვილი.

 

შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში იმყოფება. დელეგაციაში არიან: პარლამენტის ვიცე-სპიკერები დავით სერგეენკო, არჩილ თალაკვაძე, ბექა ოდიშარია და ლევან იოსელიანი. ასევე, „ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი, „გირჩის“ წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი, „რესპუბლიკელი“ ხათუნა სამნიძე და პარტია „საქართველოსთვის“ წევრი გიორგი ხოჯევანიშვილი. უკრაინაში ვიზიტის დროს, ჯგუფის შემადგენლობაში არ იქნებიან „ნაცმოძრაობისა“ და „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენლები.

970X90
გაზიარება