Skip to content
26/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • მედია

ღიად ვაცხადებთ, რომ ლიბერალ-ფაშისტების ამ ამოცანას შესრულება არ უწერია – “პოსტვ” განცხადებას ავრცელებს

მარშალ პრესი 21/03/2023
პოსტვ

ტელეკომპანია “POSTV” განცხადებას ავრცელებს:

“ბოლო დროს განსაკუთრებით გამძაფრდა თავდასხმა ტელეკომპანია POSTV-ზე. ამ კამპანიაში აქტიურად არიან ჩართულნი ის ე.წ. ლიბერალური ჯგუფები, რომლებსაც ტელეკომპანია POSTV-ის არსებობა მოსვენებას არ აძლევს.

ჩვენი ტელევიზია უკვე წლებია ებრძვის საქართველოში დამკვიდრებულ ნეოლიბერალიზმს, რომელმაც ბოლო დროს ლიბერალური ფაშიზმის სახე მიიღო. POSTV-ი მისი შექმნის დღიდან დგას ისეთი კონსერვატიული ღირებულებების სადარაჯოზე, როგორიცაა სამშობლო, ეკლესია, ოჯახი და ღირსება. სწორედ ეს ღირებულებებია ქართველი ლიბერალ-ფაშისტების სამიზნე. მათი იარაღი კი სიცრუე, მანიპულაცია და აგრესიული ბულინგია.

სწორედ ზემოაღნიშნულის გამოვლინებაა POSTV-ის წინააღმდეგ მიმართული ცილისმწამებლური და მადისკრედიტირებელი კამპანია. როგორც მოგეხსენებათ, უკვე პოლიტიკაში გადაბარგებულმა ყოფილმა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ჩვენი ტელეკომპანია რუსულ პროპანაგდისტულ საშუალებად გამოაცხადა და არსებობა აუკრძალა. ნინო ლომჯარიას ამ განცხადებას ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სრულიად გაუგონარი განცხადება მოჰყვა, სადაც POSTV-ი რუსული მიზნების მთავარ განმახორციელებელ მედიასაშუალებად მოიხსენიეს და სიძულვილის გაღვივებასა და საზოგადოების პოლარიზებაში დაადანაშაულეს. პარალელურად, გახშირდა პერსონალური თავდასხმები არხის მენეჯმენტზე და სახეებზე. ავრცელებენ ბინძურ ჭორებს, პრინციპით – „მე დაგაბრალებ და შენ თავი იმართლე“.

ამ კამპანიას აქვს ერთადერთი მიზანი, როგორმე ხელი შეუშალონ განვითარებაში POSTV-ის, რომლის რეიტინგიც სწრაფი ტემპით იზრდება და შესაბამისად, იზრდება ტელეკომპანიის გავლენა სატელევიზიო ბაზარზეც.

ლიბერალი ფაშისტების კიდევ ერთი მიზანია, დააბულინგონ და შეაშინონ ჩვენი გუნდის წევრები, ხელი ააღებინონ იმ ბრძოლაზე, რომელსაც ეს არხი ბოლო წლებია წარმატებით ეწევა. ტელეკომპანია POSTV-ის დიდი გუნდის სახელით, ღიად ვაცხადებთ, რომ ლიბერალ-ფაშისტების ამ ამოცანას შესრულება არ უწერია და ფეიკების მამხილებელ ტელევიზიას ფეიკებით ვერ შეაშინებენ. ჩვენი ბრძოლა გრძელდება და ბინძური კამპანია ამ ბრძოლას ვერ გააჩერებს.”- ნათქვამია ტელევიზიის განცხადებაში.

Post navigation

Previous: ევროპის სახალხო პარტიის ინიციატივა არის მთავარი მტკიცებულება იმისა, რომ საქართველოში ადგილი ჰქონდა საუკუნის აფიორას
Next: დსთ-ს წევრმა მოლდოვამ, იმ ქვეყანამ, საქართველოს ყველა მაჩვენებლით რომ ჩამორჩება და მაინც ჩვენზე წინ დააყენეს, „გაზპრომისგან“ ბუნებრივი აირის შესყიდვა განაახლა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.