Skip to content
26/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დსთ-ს წევრმა მოლდოვამ, იმ ქვეყანამ, საქართველოს ყველა მაჩვენებლით რომ ჩამორჩება და მაინც ჩვენზე წინ დააყენეს, „გაზპრომისგან“ ბუნებრივი აირის შესყიდვა განაახლა

მარშალ პრესი 21/03/2023
ზურაბ ქადაგიძე

ექსპერტი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, კომპანია „მოლდოვაგაზმა“ რუსული „გაზპრომისგან“ ბუნებრივი აირის შესყიდვა განაახლა.

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, ცინიზმია, როდესაც საქართველოს ადანაშაულებენ უკრაინის მიმართ არასაკმარის დახმარებაში, სანქციებისგან თავის არიდებაში და თვითონ, „ჩერეზ მოლდოვა“ რუსულ ენერგეტიკაზე სხედან.

„აბა სანქციები და იზოლაციაო?

ამ ორ დღეში ძალიან ნიშანდობლივი ფაქტები დაფიქსირდა:

1) საქართველოს, სხვა 37 ქვეყანასთან ერთად შეტანილი სარჩელი, ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ დააკმაყოფილა და სისხლის სამართლის წარმოება დაიწყო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ როგორც ომის დამნაშავის;

2) დსთ-ს წევრმა მოლდოვამ – აი, იმ ქვეყანამ, საქართველოს ყველა მაჩვენებლით რომ ჩამორჩება და მაინც ჩვენზე წინ დააყენეს, თან შიგადაშიგ თითს რომ გვიქნევს ხოლმე, „გაზპრომისგან“ ბუნებრივი აირის შესყიდვა განაახლა.

რა ცინიზმია, როდესაც საქართველოს ადანაშაულებენ უკრაინის მიმართ არასაკმარის დახმარებაში, სანქციებისგან თავის არიდებაში და თვითონ, „ჩერეზ მოლდოვა“, რუსულ ენერგეტიკაზე სხედან, ყოველდღიურად მილიონობით დოლარით ამარაგებენ მოძალადე ქვეყანას…“, – წერს ზურაბ ქადაგიძე.

Post navigation

Previous: ღიად ვაცხადებთ, რომ ლიბერალ-ფაშისტების ამ ამოცანას შესრულება არ უწერია – “პოსტვ” განცხადებას ავრცელებს
Next: მოლდოვა მიისწრაფის ევროპულ ოჯახში, თუნდაც საკუთარ სახელმწიფო ენაზე უარის თქმის ხარჯზე, მაგრამ ანახლებს რუსეთის „გაზპრომიდან“ ბუნებრივი აირის მიღებას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.