Skip to content
01/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ევროპის სახალხო პარტიის ინიციატივა არის მთავარი მტკიცებულება იმისა, რომ საქართველოში ადგილი ჰქონდა საუკუნის აფიორას

მარშალ პრესი 21/03/2023
მამუკა მდინარაძე

ევროპის ყველაზე დიდი პარტიის სახალხო პარტიის ინიციატივა არის მთავარი მტკიცებულება იმისა, რომ საქართველოში ადგილი ჰქონდა რამდენიმე დღის წინ საუკუნის აფიორას. რაც საქართველოში მონათლეს რუსულად, ის ამერიკულია ევროპაში, კანადაში, დიდ ბრიტანეთში, ისრაელში და ა.შ.– განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძის თქმით, უნდა დაფიქრდეს ნებისმიერი მოქალაქე, როგორ მოხდა ისე, რომ ყველგან, ერთი და იგივე კანონი არის ამერიკული და მხოლოდ საქართველოში მოინათლა ის რუსულად.

„თუ კი ამ ქვეყანაში რაღაც კანონი არის ამერიკული, მაშინ უნდა დაფიქრდეს ნებისმიერი ჩვენგანი, ნებისმიერი მოქალაქე, პოლიტიკოსი, ჟურნალისტი და ა.შ. როგორ მოხდა ისე, რომ ყველგან, ერთი და იგივე კანონი არის ამერიკული და მხოლოდ საქართველოში მოინათლა ის რუსულად. ეს იყო საუკუნის თაღლითობა, რომელშიც სამწუხაროდ გაება საქართველოს არაერთი გულწრფელი მოქალაქე და შეიძლება ბევრი მათგანი გულწრფელად აპროტესტებდა ამ ყველაფერს. არ უნდა დაგავიწყდეს ჩვენ, რომ იქ იყვნენ ადამიანები, როლებიც მიზანმიმართულად, თავისი აქტივისტობიდან გამომდინარე აპირებდნენ მიეღოთ მონაწილეობა ქვეყნის ქაოსში ჩართვაში და შედეგი დადგა იცით? ამ საუკუნის აფიორამ თავის მხრივ შვა ფაშიზმისა და ბოლშევიზმის რაღაც სინთეზი. გულწრფელად გეუბნებით, არ ვიცი ამას რა ჰქვია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Continue Reading

Previous: მამუკა ანდღულაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა
Next: ღიად ვაცხადებთ, რომ ლიბერალ-ფაშისტების ამ ამოცანას შესრულება არ უწერია – “პოსტვ” განცხადებას ავრცელებს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025