დიდუბის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას აქტიურად განაგრძობს.
ამ ეტაპზე, მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება დღის ცენტრში ბავშვი და გარემო მიმდინარეობს. სამუშაოების მიხედვით რეაბილიტაცია უტარდება წყალარინებისა და წყლის ქსელს.
„ცენტრის“ ხელმძღვანელის განცხადებით, მიწისქვეშა კომუნიკაციების გაუმართაობა დაწესებულების ფუნქციონირებას აფერხებდა, სამუშაოების დასრულების შემდგომ კი პრობლემა აღმოიფხვრება და შეუფერხებლად შეძლებენ მუშაობის გაგრძელებას.
აღნიშნული პროექტის ღირებულება 63 850 ლარს შეადგენს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „აიტი სერვისი“ ასრულებს.
მიმდინარე პროცესს დიდუბის რაიონის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე მოადგილესთან ზურაბ უგულავასთან და დღის ცენტრის ხელმძღვანელთან ნანა იაშვილთან ერთად გაეცნო.
