Skip to content
20/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ინფრასტრუქტურა

დიღმის მასივში 220 გრძივი მეტრის სანიაღვრე ქსელი ეწყობა

მარშალ პრესი 16/03/2023
333331246_716544416866917_3015890126641988763_n

დიდუბის რაიონის გამგეობის მიერ დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობის სამუშაოები დიღმის მასივში მიმდინარეობს.

დიღმის მასივის მესამე კვარტლის 35-ე და 36-ე კორპუსების მიმდებარედ, 220 გრძივი მეტრის სანიაღვრე ქსელი ეწყობა.

ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის უხვი ნალექის დროს სანიაღვრე ქსელის გაუმართაობა წლების განმავლობაში პრობლემას წარმოადგენდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი ეს პრობლემა მოგვარდება.

სანიაღვრე ქსელის მონტაჟის პროექტს, გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია „საქ-მშენი“ ახორციელებს. სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 52 675 ლარი გამოიყო. სამუშაოების შემდეგ ეტაპზე, ტერიტორიაზე ასფალტის საფარიც მოწესრიგდება.

მიმდინარე სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე მოადგილესთან, ზურაბ უგულავასთან ერთად გაეცნო.

Continue Reading

Previous: დიდუბის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას აქტიურად განაგრძობს
Next: ქალბატონო ვიოლა, თქვენ არ გაქვთ უფლება, ისაუბროთ ქართველი ხალხის სახელით

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025