Skip to content
15/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

რამდენად დიდი თავხედობაა, როდესაც ბედავ და ხალხის მიერ არჩეული დეპუტატების ბულინგისკენ მოუწოდებ საზოგადოებას

მარშალ პრესი 13/03/2023
თამარ ჩიბურდანიძე

„ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ათეული წლის წინ გვითხრა: „თუკი ოდესმე ფაშიზმი დაბრუნდება მსოფლიოში, დაბრუნდება ლიბერალიზმის სახით“. დღეს ფაშიზმი დაბრუნდა! ნინო ლომჯარიას, ხაბეიშვილისა და სხვა მათი თანამოაზრეების მხრიდან გაკეთებული ღია მოწოდებები განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე პირების, ორგანიზაციების და მედია საშუალებების წინააღმდეგ, სხვა არაფერია, თუ არა ფაშისტური იდეოლოგიის გამოხატულება, – აცხადებს „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.

ის დეპუტატების ბულინგისკენ მოწოდებებს თავხედობას უწოდებს.

„რამდენად დიდი თავხედობაა, როდესაც ბედავ და ხალხის მიერ არჩეული დეპუტატების ბულინგისკენ მოუწოდებ საზოგადოებას. ლომჯარიას ყავისფერი ქუდი აკლია, რომ ვიზუალით სრულად გადმოსცეს გესტაპოს ქალების იმიჯი. მათ ვერბალურად უკვე გაამჟღავნეს სათქმელი, აკლიათ მხოლოდ ჰიტლერის ჟესტი – დიქტატორის სიმბოლოდ ქცეული წინ გაშლილი ხელი. ამასაც მალე დაგვანახებენ.

მე ავადსახსენებელი საბჭოეთის პერიოდში გავიზარდე. ფაშიზმზე საუბრისას სულ მაწვალებდა ერთი ფიქრი, მსურდა წარმომედგინა გესტაპოს ლიდერები, მაგრამ ფიქრებშიც კი ვერ ვაღწევდი ამის წარმოდგენას. დღევანდელი ქართული ოპოზიციის დიდმა ნაწილმა ეს სურვილი ამისრულა – დღეს პირისპირ ვხედავ ნინო ლომჯარიას, ხაბეიშვილს, ანნა ნაცვლიშვილს, სამადაშვილს, წითლიძეს და ა.შ. გებელსის ფუნქციას კი უცხოეთი ასრულებს. ამდენი ტვინი ამათ საქართველოში არა აქვთ, იდეოლოგიური მითითებები უცხოეთიდან მოდის.

თუ ქრონოლოგიას მივყვებით, სოციალიზმიც და ფაშიზმიც სწორედ ევროპაში წარმოიშვა. ერთიც და მეორეც თავად საზოგადოების მიერ იქნა განადგურებული. დღეს არსებული ევროპული სოციალიზმი სხვაა. ალბათ ვერაფრით წარმოვიდგენდით, თუ ამავე ევროპაში დაბადებული დემოკრატიაც და თავისუფლების პრინციპებიც ფაშიზმის მანტიას მოარგებდნენ, არადა, დღეს ასეა. დღეს თავად დასავლეთი ანადგურებს დასავლურ ღირებულებებს ასეთი ქმედებით. დღეს ულტრალიბერალიზმს, როგორც რეჟიმს, ისე გვაძალებენ საქართველოში. ეს არის ფაშიზმი და ამ რეჟიმის დასასრულიც ისეთივე სასტიკი იქნება, როგორიც საუკუნის წინ.

ფრთხილად, ხალხის ნებისყოფის ფიალა ივსება. ნუ მოგატყუებთ რუსთაველზე გამოსული მოსახლეობის რაოდენობა, ასჯერ მაგდენი სახლშია და გელოდებათ, სადამდე მივა თქვენი თავხედობა, რომ შემდეგ ყველამ ერთად გითხრან – „არა ფაშიზმს!“, – აღნიშნავს თამარ ჩიბურდანიძე.

Post navigation

Previous: ქვეყნისთვის გაცილებით დიდი კატასტროფაა ის მართული, შეცდომაში შეყვანილი ახალგაზრდები, რომლებიც ფარად გამოიყენეს რადიკალებმა და მათი სახელით აპირებდნენ უბედურების დატრიალებას
Next: უსინდისოდ მიკერებული ე.წ. რუსული იარლიყი, ამ დიდი ტყუილის გამო უნდა დაელეწათ თბილისის ცენტრი და ქვეყანაში ვითარება აეყირავებინათ?!

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.