Skip to content
29/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ქვეყნისთვის გაცილებით დიდი კატასტროფაა ის მართული, შეცდომაში შეყვანილი ახალგაზრდები, რომლებიც ფარად გამოიყენეს რადიკალებმა და მათი სახელით აპირებდნენ უბედურების დატრიალებას

მარშალ პრესი 13/03/2023
ზურაბ ქადაგიძე

„კანონპროექტის უკან გამოწვევა, სულაც არ არის პრობლემა… ტრაგედია იმაში მდგომარეობს, ცრუ და არასწორი ინფორმაციის საფუძველზე, საზოგადოებაში არსებობენ ადამიანები, რომლებიც მზად არიან დაანგრიონ ქვეყანა“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევას ეხმიანება.

„მოკლედ, მარტივად და თვალნათლივ… რა კანონპროექტთან გვქონდა რეალურად საქმე და როგორი მოგონილი „ნარატივით“ აშავებდნენ კლიშეებით, თითქოს რუსულთან ჰქონდა რაიმე კავშირი… აი, მეგობრებო, რისი გულისთვის უკიდებდნენ ცეცხლს სამართალდამცველებს, ლეწავდნენ ავტომობილებს, ვანდალურად აზიანებდნენ ეკლესიებს და ფიზიკურად ძალადობდნენ ყველაზე, ვინც რაციონალურ აზრს აჟღერებდა… ამ კანონპროექტის უკან გამოწვევა სულაც არ არის პრობლემა…

ტრაგედია იმაში მდგომარეობს, ცრუ და არასწორი ინფორმაციის საფუძველზე, საზოგადოებაში არსებობენ ადამიანები,რომლებიც მზად არიან, დაანგრიონ ქვეყანა…

ხოლო ქვეყნისათვის გაცილებით დიდი კატასტროფაა ის მართული, შეცდომაში შეყვანილი ახალგაზრდები, რომლებიც ფარად გამოიყენეს რადიკალებმა და მათი სახელით აპირებდნენ უბედურების დატრიალებას…

P.S. იმედია, ეს ფაქტი, სწორად იქნება გაანალიზებული ჯანსაღი საზოგადოების მხრიდან!“, – წერს ზურაბ ქადაგიძე.

Post navigation

Previous: ბევრმა მითხრა, რატომ დავიხიეთ უკან, ხომ არ წააგო „ხალხის ძალამ“ ამ პროცესში? რა თქმა უნდა, არ წაგვიგია – დათმობაზე წასვლით, ჩვენ მოვიგეთ აქციაზე მდგომი თითოეული ადამიანის სიცოცხლე
Next: რამდენად დიდი თავხედობაა, როდესაც ბედავ და ხალხის მიერ არჩეული დეპუტატების ბულინგისკენ მოუწოდებ საზოგადოებას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.