
არც შენმა პარტიამ არ აღიარა თავის დროზე „იმედი“ და სპეცრაზმით შევარდა. შენ ისეთი ფაშისტი აღმოჩნდი, უარესს იზამ, თუ მოგეცა შესაძლებლობა, – ასე გამოეხმაურა ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ყოფილი სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას „ფეისბუქ“ სტატუსს.
„არც შენმა პარტიამ არ აღიარა თავის დროზე „იმედი“ და სპეცრაზმით შევარდა. შენ ისეთი ფაშისტი აღმოჩნდი, უარესს იზამ, თუ მოგეცა შესაძლებლობა. ამიტომ არ მოგეცემა“, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.
ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია Facebook-ზე წერს: „აღარ ვაღიარებ ღიად რუსული პროპაგანდის საშუალებებს, როგორიცაა „იმედი“, „პოსტ ტვ“, „ალტ ინფო“ და სხვები, მედიად, ყველა ვინც იქ მუშაობთ, იფიქრეთ იმაზე, რომ ხართ ან ინსტრუმენტი, ან დეკორაცია რუსული პროპაგანდის“. ლომჯარია ასევე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს გამარჯობას აღარ ეტყვის და არასდროს დადგება იქ, სადაც იქნებიან ისინი.