Skip to content
08/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დიახ, „ხალხის ძალამ“ დესტრუქციულთა მიერ ფარად აფარებული ახალგაზრდების სიცოცხლის დასაცავად დათმო – თამთა მეგრელიშვილი

მარშალ პრესი 11/03/2023
თამთა-მეგრელიშვილი2-640x464-1

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტები სავალდებულო წესით განიხილა და მხარი დაუჭირა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტებმა, „ხალხის ძალამ“ ეს ბრძოლა (არასახელმწიფოებრივად მოაზროვნე ოპოზიციასთან და არასამთავრობო სექტორთან) მოიგო!

ჩვენ მიერ წარმოდგენილ კანონპროექტებზე ორდღიანი მსჯელობის ფონზე, ვერცერთი არგუმენტი ვერ იქნა წარმოდგენილი რომლითაც დადასტურდებოდა, რომ კანონპროექტები: „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ იყო რუსული ან ანტისახელმწიფოებრივ მიზანს ემსახურებოდა. „ხალხის ძალამ“ ეს ბრძოლა (არასახელმწიფოებრივად მოაზროვნე ოპოზიციასთან და არასამთავრობო სექტორთან) მოიგო!

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ ორივე კანონის პროექტი გაიგზავნა ვენეციის კომისიაში, „ხალხის ძალამ“ ეს ბრძოლა (არასახელმწიფოებრივად მოაზროვნე ოპოზიციასთან და არასამთავრობო სექტორთან) მოიგო!

ამ საქმიან ბრძოლაში არაერთი მიღწეული გამარჯვების მიუხედავად, „ხალხის ძალამ”, როგორც სახელმწიფო ინტერესების გამტარმა რაციონალურმა ძალამ, საბოლოო გამარჯვების გაფორმებას (დესტრუქციული ძალების მიერ შეცდომაში შეყვანილი ემოციური ახალგაზრდების) უსაფრთხოება და საკუთარი გამარჯვების ახალგაზრდებისათვის დათმობა არჩია.

შედეგად მივიღეთ – გამარჯვებული, ბრძოლაში წინა ხაზზე მდგომი „ხალხის ძალა“, რომელმაც ოპოზიციური ძალების მიერ მაიდანისთვის განწირულ ახალგაზრდებს საკუთარი გამარჯვების ნაცვლად სიცოცხლე აჩუქა. დიახ, „ხალხის ძალამ“ დესტრუქციულთა მიერ ფარად აფარებული ახალგაზრდების სიცოცხლის დასაცავად დათმო ამ პროცესში მის მიერ მოგებული ყველა სვლა, რადგან მშვიდობასა და ადამიანების გადარჩენილ სიცოცხლეზე დიდი გამარჯვება არ არსებობს! ეს არის დაუწერელი კანონი და გნებავთ – დღეიდან დასაწერიც!“, – აღნიშნავს თამთა მეგრელიშვილი.

პარლამენტმა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული აგენტების შესახებ ამერიკული კანონის პირველი ვარიანტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო, რასაც საპროტესტო აქციები მოჰყვა. ამის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტს, კლერ ბაზი მალორის წერილი გაუგზავნა,რომელშიც საქართველოს პარლამენტში წარდგენილ ორ კანონპროექტზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის“ შესახებ კანონპროექტებზე დასკვნის მომზადებას სთხოვს.

თუმცა, ამის მიუხედავად პროტესტი არ შეწყდა და საბოლოოდ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი გაიწვია „უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე“.

10 მარტს კი პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ჩააგდო. პროექტის განხილვას მხარი დაუჭირა ერთმა დეპუტატმა, 35 კი წინააღმდეგი იყო. კანონპროექტი კენჭისყრაზე განხილვის გარეშე დადგა.

Continue Reading

Previous: კანონპროექტი მხოლოდ საბაბი იყო მავანთათვის სახელმწიფო გადატრიალების მოსაწყობად – ნანა კაკაბაძე
Next: შენ ისეთი ფაშისტი აღმოჩნდი, უარესს იზამ – ლევან ნიკოლეიშვილი ლომჯარიას

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025