Skip to content
14/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

კანადაშიც მიიღებენ, ევროპარლამენტშიც განხილვაშია და ყველა ქვეყანა გააცნობიერებს, რომ მათი სუვერენიტეტი მნიშვნელოვანია და დაინერგება ასეთი კანონები

მარშალ პრესი 11/03/2023
ანდრია გვიდიანი

ექსპერტი ანდრია გვიდიანი კანადური მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც უცხოური გავლენის გამჭვირვალობის რეესტრით, მოქალაქეები, რომლებიც უცხო სახელმწიფოს სახელით მოქმედებენ, ვალდებულები იქნებიან, დამქირავებელ სახელმწიფოებთან ყველა სახის კავშირი ღია გახადონ.

გვიდიანის თქმით, ყველა ქვეყანა გააცნობიერებს, რომ მათი სუვერენიტეტი მნიშვნელოვანია და დაინერგება ასეთი კანონები.

„კი, კი, აბა რა! კანადაშიც მიიღებენ, ევროპარლამენტშიც უკვე განხილვაშია და ისიც მალე წამოეწევა, ყველა ქვეყანა გააცნობიერებს, რომ მათი სუვერენიტეტი მნიშვნელოვანია და დაინერგება ასეთი კანონები. მერე ჩვენც ცოტა ტვინს ძალას დავატანთ, გონებას დავძაბავთ და მივიღებთ ისეთ კანონებს, რომელიც მოემსახურება ქართულ ინტერესებს.

P.S. – ჰო, მერე ვიღაც-ვიღაცებს მაგრად შეგრცხვებათ, როცა აღმოაჩენთ, რომ ცხვრების ფუნქცია შეგასრულებინეს, გამოგიყვანეს და სიგიჟეები გაყვირეს“, – წერს ანდრია გვიდიანი.

კანადელი ლიბერალები უცხოური გავლენის რეესტრის შექმნას გეგმავენ, რომელიც კანადას შიდა საქმეებში უცხოური ჩარევისგან დაიცავს. ცნობას კანადური მედია ქვეყნის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრ, მარკო მენდიჩინოზე დაყრდნობით ავრცელებს.

Post navigation

Previous: შენ ისეთი ფაშისტი აღმოჩნდი, უარესს იზამ – ლევან ნიკოლეიშვილი ლომჯარიას
Next: უპასუხისმგებლო ოპოზიცია შეეცადა, ჩვენი კანონპროექტი „მაიდანიზაციისთვის“ გამოეყენებინა, რაც მისი უკან გამოთხოვის მიზეზი გახდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.