Skip to content
19/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

აი, ამ დონის სიყალბეზე დგას არამარტო ომის პარტია, არამედ ის “ენჯიოებიც” – რატი იონათამიშვილი

მარშალ პრესი 04/03/2023
რატი იონათამიშვილი

უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში სამ დოკუმენტს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ პირველია ამერიკაში მოქმედი კანონი ინგლისურ ენაზე, მეორე – ამერიკაში მოქმედი კანონი ქართულ ენაზე და მესამე – ამერიკული კანონის გაცილებით ლიბერალური ვერსია.

როგორც იონათამიშვილი Facebook-ზე წერს, ეს ორი ინიციატივა შემოიტანა “ხალხის ძალამ” კანონის პროექტების სახით, ამას ეძახიან “რუსულ კანონს”, სინამდვილეში “რუსულიც” ტყუილია და კანონის მხოლობითში მოხსენიებაც. სწორია, ამერიკული და სწორია კანონის პროექტები.

მისივე თქმით, ამ დონის ფეიკზე დგას არა მხოლოდ ომის პარტია, არამედ ის მდიდარი ენჯეოები, რომლებსაც მოწონთ “გავლენიანს” რომ უწოდებენ და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებს მიიჩნევენ მეორეხარისხოვნებად.

„ვაქვეყნებ სამ დოკუმენტს, მათგან:
1. ამერიკაში მოქმედი კანონი ინგლისურ ენაზე (ბმული)
2. ამერიკაში მოქმედი კანონი ქართულ ენაზე. (ბმული)
3. ამერიკაში მოქმედი კანონის გაცილებით ლიბერალური ვერსია. (ბმული)

ეს ორი ინიციატივა შემოიტანა “ხალხის ძალამ” კანონის პროექტების სახით.

ამას ეძახიან “რუსულ კანონს”, სინამდვილეში “რუსულიც” ტყუილია და კანონის მხოლობითში მოხსენიებაც. სწორია, ამერიკული და სწორია კანონის პროექტები და მსგავს საკითხებზე, EPP-ის ინიციატივით, ინკლუზიური დისკუსია მიმდინარეობს ევროკავშირშიც.

აი, ამ დონის ფეიკზე დგას არა მხოლოდ ომის პარტია, არამედ ის მდიდარი ენჯეოები, რომლებსაც მოწონთ “გავლენიანს” რომ უწოდებენ და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებს მიიჩნევენ მეორეხარისხოვნებად“ – წერს რატი იონათამიშვილი Facebook-ზე.

Post navigation

Previous: ეს კანონი გაშიფრავს იმ ხალხს, რომელიც მუშაობს ქვეყნის აყირავებაზე დასავლეთიდან – ნუკა არველაძე
Next: აგენტების შესახებ ამერიკულმა კანონმა ჯაშუშები მის მიღებამდე გამოავლინა – დიმიტრი სამხარაძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.