Skip to content
19/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

აგენტების შესახებ ამერიკულმა კანონმა ჯაშუშები მის მიღებამდე გამოავლინა – დიმიტრი სამხარაძე

მარშალ პრესი 04/03/2023
დიმიტრი სამხარაძე

ამერიკაში მოქმედ კანონზე, მის სიტყვა-სიტყვით ქართულ თარგმანზე, რომლის შინაარსში შესვლაც კი აგიკრძალეს, ამას რომ გალაპარაკებენ, ჯაშუშის და ეკლესიის მაგინებლის გარდა, იდენტობაწართმეული რობოტი ხარ, – ასე ეხმიანება „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი, დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.

“რაც შეეხება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს, სამხარაძის განცხადებით, მისი მიღების შემდეგ, საზოგადოებას მიეცემა იმის გაგების საშუალება, თუ „ვინ ვის აფინანსებს ეკლესიის და პატრიარქის გინებისათვის, ქვეყნის აყირავებისთვის, ომში და ქაოსში ჩართვის მცდელობებისთვის.“

„ამ კანონის მიღება…
ეს კანონი…
ამ რუსული კანონით…
რუსულ კანონს…
რუსულმა კანონმა…
რუსულ კანონზე…
ასეთი კანონისთვის…
მსგავსი რუსული კანონები…
რუსულ კანონად…
კანონი, რუსული, რუსი, რუსმა, კანონი, კანონით…

ამერიკაში მოქმედ კანონზე, მის სიტყვა-სიტყვით ქართულ თარგმანზე, რომლის შინაარსში შესვლაც კი აგიკრძალეს, ამას რომ გალაპარაკებენ, ჯაშუშისა და ეკლესიის მაგინებლის გარდა, იდენტობაწართმეული რობოტი ხარ!

რაც შეეხება მათ, ვინც მათ ნალაპარაკებს იჯერებს: ახლა მაინც ხომ არ დაფიქრდებოდით, რას გიშვრებიან, რას გაჯერებენ და რა ფსიქოლოგიურ ტერორში გამყოფებენ წლების განმავლობაში…

სიმართლე კი ერთია, აგენტების შესახებ ამერიკულმა კანონმა, მის მიღებამდე ჯაშუშები გამოავლინა – სრული ლუსტრაციაა. მიღების შემდეგ კი ხალხს მიეცემა საშუალება, იცოდნენ ვინ ვის აფინანსებს ეკლესიის და პატრიარქის გინებისათვის, ქვეყნის აყირავებისთვის, ომში და ქაოსში ჩართვის მცდელობებისთვის და ა. შ“, – წერს დიმიტრი სამხარაძე.

Post navigation

Previous: აი, ამ დონის სიყალბეზე დგას არამარტო ომის პარტია, არამედ ის “ენჯიოებიც” – რატი იონათამიშვილი
Next: ვინ კურირებს უკრაინის დასახმარებელ ქართულ ორგანიზაციას?

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.