“რა მოხდა გუშინ საქართველოს პარლამენტში, რას ვუსმინეთ და რა ვიხილეთ – კანონი რომლებმაც სახე დააკარგინა და ყველა ქვეყნის მოღალატე გაშიფრა!”- წერს ჟურნალისტი ნუკა არველაძე სოციალურ ქსელში და ეხმიანება 2 მარტს, პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებას, რომელიც “ხალხის ძალის” საკანონმდებლო ინიციატივას მოჰყვა.
მისი თქმით, “ ეს კანონი გაშიფრავს იმ ხალხს, რომელიც მუშაობს ქვეყნის აყირავებაზე დასავლეთიდან”
“რა სქემით მუშაობენ ქვეყნის სტაბილურობის წინააღმდეგ არასამთავრობოების და მედიის სახელით. 2012 წელს როცა ქართველმა ხალხმა ბიძინა ივანიშვილოს ხელმძღვანელობით გაიმარჯვა და ქვეყნის სათავეს ჩამოაშორა სააკაშვილის ბანდა.
– მას მერე ჩაირთო სააკაშვილის ლობისტების პროგრამა
– თუ რა გზით იყო შესაძლებელი მისი უკან დაბრუნება
ეს სჭირდებოდათ, რადგან სააკაშვილი მასზე დაქვემდებარებული “სბროდით” იყო იდეალური მასალა საქართველო ქცეულიყო მათთვის სასურველ პოლიგონად ევროპა-აზიის საზღვარზე, საიდანაც იქნებოდა იდეალურად შესაძლებელი კონტროლი და მართვა.
2012 წელს ეს სქემა დაირღვა და გაჩნდა საჭიროება ჩამოყალიბებულიყო მართვის და ქვეყნის აყირავების ალტერნატიული სქემა და ამაში იდეალურად გამოიყენეს არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, რომელიც გეომეტრიული სისწრაფით გაიზარდა საქართველოში.
წლებია ვაკვირდები ამ მოვლენას საქართველოში. ვიცი არაერთი ორგანიზაცია და მასში მომუშავე ადამიანები; ვიცი როგორ დააგროვეს ქონება და ცხოვრობენ უზრუნველყოფილი და მერწმუნეთ ეს თანხები მიიღეს მხოლოდ იმიტომ, რომ საჭირო დროს ქვეყნის ასაყირავებლად გამოეყენებინათ!
ყველაზე დახურული და დაფარულია თანხები, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები იღებენ. 2012 წლის მერე კი ეს თანხები გაათმაგებულია – რაც გარკვეულია, რომ რამდენიმე მათგანი ჯამში 12 მილიონს აღწევს.
“ენჯეოშნიკების” გავლენის იმიტაცია იმდენად გაიზარდა 2012 წლის მერე, რომ მინდოდა თუ არა დავინტერესდი, სააკაშვილის რეჟიმის კორიფეები უცბად აღმოჩნდნენ ამერიკაში და ევროპის ქვეყნებში, ყველა მათგანი ფლობს არასამთავრობოს, ან მედია პლატფორმას!
სქემა მარტივია:
ირიცხება თანხა – ფორმდება ხელფასების, ტრენინგები, პროექტებად – ძირითადად მკვდარი სულები ჰყავთ და ტრენინგებიც ცარიელ ქაღალდზე იწერება. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ჩართული ჰყავთ ბევრი ადამიანი.
თანხები იმდენად დიდია და იმდენად კოლოსალური, რომ ვიხილეთ კორძაია, აქუბარდია, სამნიძის ისტერიკა – რაც გასაგებია – რადგან ქერის ორმოს კარგავენ!
იმდენად დიდი თანხები მოედინება და უკანონოდ, რომ ნედ პრაისს ამერიკულ კანონზე ათქმევინეს რომ რუსულია და კელი დეგნანსაც თავი საქართველოს დირექტორი ეგონა!
რეალურად კი ხდება ის რომ კანონმა აგენტების რეესტრის შექმნის შესახებ გვიჩვენა იმ რეალური აგენტების სახე და ჯაშუშური საქმიანობის სქემა, რაც 2012 წლის მერეა ამოქმედებული.
დიახ მანამდე სანამ ქვეყანას აზიანებდნენ “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის დროს იგივეს აგრძელებენ ახლა გარედან! ეს კანონი გაშიფრავს იმ ხალხს,
რომელიც მუშაობს ქვეყნის აყირავებაზე დასავლეთიდან.
დიახ დასავლეთის ის ნაწილი გაიშიფრება ვინც დაუშვა სააკაშვილის სისხლიანი 9 წელი და სიამოვნებით აკვირდებოდა ხალხის გამწარებას საქართველოში.
ვისთვისაც საქართველო ტერიტორიაა და ხალხი ბიო მასა – ორივე ტერმინი გამოყენებული იყო!
“ქართული ოცნების” და ბიძინა ივანიშვილის მოშორების გეგმა უნდა შემდგარიყო რესპუბლიკელების ხელით და ირაკლი ალასანია იქნებოდა სახე რომელსაც ხალხის ნდობა უნდ დაემსახურებინა – გაიშიფრა და ჩავარდა.
მერე ეს როლი უნდა შეესრულენოა კვირიკაშვილი კამანდას, რომელსაც არასამთავრობო სექტორიდან პარლამეტში მოხვედრილებს უნდა გამაგრებინათ – იმათაც დალიეს ჩაილურის წყალი
და ბოლო გვირგვინი იყო გახარია მისი გუნდით, რომელიც ასევე არასაკმარისი აღმოჩნდა
ბოლოს უკვე სააკაშვილი გახადეს იძულებული რადგან უკრაინა – რუსეთის ომში მთავარი პოლიგონი იკარგებოდა!
აქაც ვერ მივართვით ომი – სამაგიეროდ საააკაშვილია ოქროს გალიაში! არც ერთ შემთხვევაში არ გაინტერესებდათ ხალხი რას ფიქრობდა და ვის ემხრობოდა!
პარალელურად კი გააძლიერეს ბიძინა ივანიშვილზე საერთაშორისო მასშტაბის ზეწოლა. “კრედიტ სუისი” ხომ თანამშრომლობს ამერიკასთან განსაკუთრებით მას მერე, რაც ათასობით პირადი მონაცემების შემცველი ინფორმაცია გადასცეს და ათასობით ადამიანის ბედით ითამაშეს შვეიცარიის ბანკებმა!
არასამთავრობოთა ქსელი ასევე აქტიურია ევროპის ბევრ პოსტ საბჭოთა ქვეყანაში – პოლონეთსა და ბალტიისპირეთში, ალბათ კატარგეითი მონაგონი იქნება იმ ახალ სკანდალთან, რაც დღეს თუ ხვალ იფეთქებს და აღმოჩნდება რომ ევროპარლამენტარების გავლენები გადანაწილებული იყო და კორუფციის სქემები გაყოფილი!
ამიტომაც, ევა კაილი, რომელიც ჩათვალეს რომ სუსტი რგოლი იქნებოდა გაიყოლებს არაერთ სულწაწყმედილ კორუფციონერს!
და აღმოჩნდება რომ არა მარტო კატარის მილიონები, არამედ ევროპაზე გავლენის შენარჩუნება და მართვაზე ამერიკული მილიონებიც ბლომად ილექებოდა!
საქართველო შესაძლოა იქცეს ლაკმუსის ქაღალდად მთელ ამ ქრესტომატიაში და ერთ მშვენიერ დღეს ამან ომზე მეტი ნგრევა მოუტანოს ევროპას, ამიტომაც არ მიკვირს 27 ქვეყნის ელჩის ცხვრების ფარასავით ერთი და იგივე ტექსტები კრიმინალი სააკაშვილის დასაცავად.
ამიტომაც არ მიკვირს – რადგან ჩვენი ქვეყანა დგას თავის სიმაღლეზე, რადგან ჩვენ გავბედეთ მონსტრების წინააღმდეგ დავდგეთ და ვთქვათ რომ ჩვენ ვართ სახელმწიფო!
და ეტყობა იმდენად დიდი თანხები აქ დაწერილი და იმდენად შავი, რომ ეს კანონი იქცა პრობლემად, რომლის გამჭვირვალობაც მათ სიბინხურეს გამოავლენს!
სასარგებლო იდიოტები აღარ ჰყავთ და ჯაშუშებიც გაშიფრულია!
და ეს ანგაჟირებული და გამძღარი ჯგუფი ფიქრობს, რომ ჩემ სამშობლოში იმდენად სულელი ხალხია, რომ კანფეტის გადმოგდებულ მონად დაუდგება ვინმეს!
და ბოლოს:
ყველა ჩემი სამშობლოს მტერია, ვინც ამართლებს და შეიფარებს კრიმინალს, ადამიანის უფლებების ფეხქვეშ ამოდებით; ვინც ფიქრობს, რომ ჩემი ქვეყანა კურსს იცვლის; ვინც აფინანსებს ჩემი ქვეყნის სიმშვიდის არევას; ვინც ფიქრობს, რომ ვალდებულებაა ქვეყნის საზიანოდ მოქმედება.
და ყველა ჩემიანია:
ვინც პატივს სცემს აფასებს ჩემი ქვეყნის მშვიდობას, სტაბილურობას; ჩემი ქვეყნის ისტორიას, იდენტობას და მნიშვნელობას და ვინც აღიარებს ჩემი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას!
ამიტომ, ბატონებო გაითვალისწინეთ, რომ თქვენი მილიონები არასამთავრობო სექტორში დაკარგული და განიავებულია.
ეძებენ თქვენსავე ბანკებში და ოფშორულ ზონებში, რადგან საქართველოში იმარჯვებს ის ვინც თვლის რომ საქართველო უპირველს ყოვლისა”- წერს ნუკა არველაძე.
პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 613 მსჯავრდებული პირი შეიწყალა