გავლენის აგენტების დასაცავად დასავლეთმა „რევოლუციად“ წოდებულ გადატრიალებას მწვანე შუქი აუნთო”- წერს “სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის ხელმძღვანელი ლევან მამალაძე და ეხმიანება “ხალხის ძალის” კანონპროექტის ირგვლივ, ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მიერ ატეხილ აჟიოტაჟს.
“როგორ ავარიდოთ საქართველოს ასეთი საფრთხე?!
უცხოური გავლენის გამჭვირვალობის და უცხოელი აგენტის რეესტრის შესახებ კანონპროექტის განხილვას, საქართველოს პარლამენტში დაპირისპირება და ფიზიკური შეტაკება მოჰყვა! საზღვარგარეთის დაფინანსებას დაწაფებულნი ყველაფერს კადრულობდნენ, რომ კანონი კომიტეტს არ განეხილა. აშშ-ში მოქმედ კანონს რუსული დაარქვეს, ხოლო კანონის მიღების ინიციატორებს პუტინის ქვეშევრდომები!
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის, სენატორების, ევრო ჩინოვნიკების და ელჩების ერთობლივი განცხადებით , სქართველოს გაფრთხილება ეძლევა, რომ თუ უცხოელი აგენტის რეესტრის შესახებ კანონს მივიღებთ, საქართველოს ევრო პერსპექტივა დასრულდება! აშშ FARA-ს(Foreign Agents Registration Act | www.FARA.us) კანონით თავს იცავს უცხოელი გავლენებისგან და საზღვარგარეთიდან დაფინანსებულ ორგანიზაციებს სამართლებრივ ჩარჩოებში აქცევს. საქართველოს მხრიდან მსგავსი კანონის მიღებას , არადემოკრატიულად, ადამიანის უფლებათა დარღვევად, სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართულ რუსულ შეკვეთად აცხადებენ. გამოდის, რომ ამერიკაში არადემოკრატიული და რუსული კანონი მოქმედებს?!
ამ საკითხში ლოგიკის ძიება შედეგამდე არ მიგვიყვანს, ვინაიდან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საქართველო მსხვილი და გავლენიანი სახელმწიფოებისთვის არ აღიქმება თანატოლ პარტნიორად და ჩვენი ტიპის ქვეყანას არ ეძლევა ის უფლებები რაც თვითონ გააჩნიათ.
ამიტომ არ ეგუებიან საქართველოს ურჩობას და სუვერენიტეტის გამოვლინებას. მათთვის მისაღებია მხოლოდ იმ სცენარის შესრულება, რაც გაუმწესეს ჩვენ ქვეყანას! ანუ გავლენის ბერკეტების შესუსტებას არ თმობენ და მზად არიან ყველანაირი ზომები მიიღონ.
გეოპოლიტიკური ლიდერი სახელმწიფოების მხრიდან სისხლისმღვრელი სამოქალაქო შეტაკების ინსპირირება, ხელისუფლების ჩამოშლა და სახელმწიფო გადატრიალება საქართველოს არაერთხელ გამოუცდია, რამაც ნგრევა ომი და დიდი მსხვერპლი მოგვიტანა.
ასე იყო 1991 წელს რუსეთის მიერ ორგანიზებული ზვიად გამსახურდიას ეროვნული ხელისუფლების დამხობა, 2003 წელს რუსეთისა და აშშ-ს ინტერესების თანხვედრით სახელმწიფო გადატრიალება, 2008 წლის აგვისტოს ომში პოლიტიკური და კომერციული ინტერესების რეალიზება და სხვა. ასეთი საფრთხის წინაშე ვადგავართ ახლაც. როგორც ადრე იყვნენ ჩვენთან გარე შეკვეთის შემსრულებელები, ახლა ამან პიკს მიაღწია.
საქართვლო 30 წლის განმავლობაში გაიზარდ და თავისი უსაფრთხოების დაცვიდან გამომდინარე , ცდილობს გამჭვირვალე გახადოს უცხოური გავლენები და მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები, სამართლებრივ რეგულირებას დაუქვემდებაროს ისე როგორც არის აშშ-ში, ისრაელში, ავსტრალიაში, უნგრეთში, გერმანიაში და სხვა ქვეყნებში. ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყნის და ხალხის მანიპულირება შემდგომში ძნელად იქნება შესაძლებელი და ე.წ რევოლუციების მიწყობისგანაც სახელმწიფო მეტნაკლებად დაცული იქნება.
საქართველოს NGO-ების დაფინანსებაში ყველაზე მსხვილი დონორი აშშ ღიად გვემუქრება, რომ არ შეეგუება თავის გავლენების შესუსტებას და დაფინანსებული ჯგუფების მეშვეობით ახალი დაპირისპირების ტალღას აინიცირებს. მათ საელმწიფო გადატრიალების სცენარი თაროდან კარგახანი ჩამოიღეს და საქართველოს სუვერენიტეტის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ.
ამ სცენარის სიმძაფრისთვის სჭირდებათ სააკაშვილი გამოყენება და ევროკანდიდატის სტატუსიც ამ მოტივით არ მოგვცეს. ეს სცენარი წინა საუკუნის 90-იან წლებშია შედგენილი და ახლი რეალიების გათვალისწინებთ არის განახლებული. სათანადო დაფინანსებისა და ტექნოლოგიების გამოყენების შემთხვევაში, თანამედროვე სოციუმი ისევე ექვემდებარება მანიპულირებას
და მართვას, როგორც წინა საუკუნეებში. ამიტომ წინა პერიოდის გადატრიალებების მოწყობის სცენარი , თანამედროვე ვითარებას აქვთ მორგებული.
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ნედ პრაისმა ვაშინგტონიდან თითი დაგვიქნია, თუ FARA-ს კანონს მიიღებთ ევრო-პერსპექტივა ჩაგეკეტებათო, ხოლო აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მდივანმა კინდოლიზა რაისმა „რევოლუციის“ სცენარი ღიად გაშიფრა-„ ჩვენ ყურადღება მოვადუნეთ საქართველოზე და ეს ყურადღება დასაბრუნებელი გვაქვს, საქართველოს ახალგაზრდობა, სტუდენტები არ დაუშვებენ ქვეყნის კურსიდან გადახვევას“.
ასე რომ პარლამენტთან მდგარ მილიონერ NGO-ებს და რადიკალ პოლიტიკოსებს, მოტვირებული სტუდენტები დაემატება, რადგან ხელისუფლების შერყევისთვის ახალგაზრდული ტალღა ეფექტურად მოქმედებს. უახლოეს პერიოდში უცხოელი დონორებისგან ფონის შესამზადებლად დიდი ფულიც შემოვა, ამოქმედდება ყველ ჯგუფი, პიროვნულ დაპირისპირებას გაამძაფრებენ, მასობრივი არეულობისთვის მსხვერპლსაც კი შეარჩევენ და ……..!
რევოლუციად გასაღებული გადატრიალების სცენარს დასავლეთმა მწვანე კი აუნთო, მაგრამ დღევანდელი საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურები ბევრად მომზადებული და დახვეწილია. ასვე საზოგადოების დიდ ნაწილს კარგად ახსოვს წინა ნგრევები და „დასავლეთის“ ლოზუნგურ სიკეთეებს ეჭვის თვალით უყურებს. ეს გარემოება ართულებს ამ სცენარი განხორცილებას, თორემ სუვერენიტეტის განმტკიცებით გართულ და ორნიშნა ეკონომიკური მატების მქონე, ურჩ საქართველოს აქამდე მწარედ დასჯიდნენ.
ამიტომ უახლოეს დღეებში, კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მთავარი მრჩეველი ლუის ბონო, საქართველოს ეწვევა.
მოტივირებული არასამთავრობოები და პოლიტიკოსები შეეცდებიან ლუსი ბონოს გამწვავებული ფონი დაახვედრონ , საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლისთვის, ხოლო ხელისუფლება კომპრომისული ვარიანტით შეიარაღებული უნდა დახვდეს.
ვფიქრობ უცხოელი აგენტის რეესტრის შესახებ ამერიკულ კანონს , „უცხოელი ბენეფიციარის რეესტრის შესახებ“ კანონი დაერქვას. უცხოელი დონორების ადგილობრივ წარმომადგენლებს სიტყვა „აგენტი“ ძალზედ აღიზიანებთ. ამ კანონს კარგი იქნება, მოჰყვეს ახალი კანონპროექტი „ საქართველოში საზოგადოებრივი და არასამთავრობო სექტორის განვითარების და დაფინანსების შესახებ“. სახელმწიფომ უნდა გამოყოს შესაბამისი დაფინანსება საზოგადოებრივი სექტორისთვის, იმ მიმართულებების დასაფინანსებლად რაც სახელმწიფოს და საზოგადოების განვითარებისთვის არის აუცილებელი.
ღია ტენდერების საშუალებით დაფინასდეს ეს მიმართულება, როგორც დასავლეთში ხდება. უცხოელი დონორები თანადამფინანსებელ პარტნიორებად ვაქციოთ, თუ მათ სურვილი ექნებათ. ამით ადგილობრივ NGO-ებს უცხოელი აგენტის სახელი არ დაერქმევათ და პროვოკაციებში ვეღარ მიიღებენ მონაწილეობას. ლუსი ბონასთან უნდა გაირკვეს და შედგეს კონკრეტული გეგმა საქართველოს ევრო კავშირში გაწევრიანების ,პარტნიორული ურთიერობის განმტკიცების და მშვიდობის შენარჩუნებისთვის !
უნდა გვახსოვდეს, რომ დღევანდელი ჰეგემონი სახელმწიფოები რომის იმპერიის პრინციპით მოქმედებენ და საქართველოს მიმართაც იგივე მიდგომა აქვთ Quod licet Iovi , non licet bov – „ის რაც ეპატიება იუპიტერს არ ეპატიება ხარს“!
საქართველო სუვერენიტეტის დაცვის პროცესში იმყოფება, ზეწოლას უნდა გავძლოთ და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქვეყანას ავარიდოთ არეულობა, „იუპიტერი“ შევაგუოთ ჩვენთან პარტნიორულ ურთიერთობას!”– წერს ლევან მამალაძე.
