Skip to content
19/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სამოქალაქო დაუმორჩილებლობას უცხადებენ ხელისუფლებას, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებასა და ინტერესებს ყველა დანარჩენ ვალდებულებაზე მაღლა აყენებს, პარტნიორს მეგობარს უწოდებს, ხოლო აგენტოკრატების მონას – ლაქიას

მარშალ პრესი 03/03/2023
დავით ქართველიშვილი

„ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, პაატა ზაქარეიშვილის განცხადებას, რომ „სამოქალაქო დაუმორჩილებლობის გამოცხადებაა საჭირო“, Facebook-ზე ეხმაურება.

„ესენი სამოქალაქო დაუმორჩილებლობას უცხადებენ ხელისუფლებას, რომელიც: აღიარებული მედიატორის როლს თამაშობს სამხრეთ კავკასიის რეგიონში; რომელიც წინა ხელისუფლების დროს გაფორმებული ოკუპაციის შედეგებს იმკის; რომელიც EU-ს გაფართოების საკითხებში ევროკომისიის უმაღლესი შეფასება მიიღო უკანასკნელი ანგარიშით; რომელიც ევროკომისიის პრეზიდენტის თანამონაწილეობით, უნგრეთის, რუმინეთისა და აზერბაიჯანის ჩართულობით – აზია-ევროპის დამაკავშირებელ საკაბელო ენერგომატარებლის პროექტში საკვანძო როლს თამაშობს; რომელიც როთშილდების ფინანსური იმპერიის მეშვეობით, აქტიურად შეუდგება საქართველოს – რეგიონალური საინვესტიციო და საბანკო ჰაბად გადაქცევას; რომელიც მესამე წელია, ინარჩუნებს ეკონომიკური ზრდის ტემპის ორნიშნა მაჩვენებელს; რომელიც წელს შეუდგება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას, რაც გაზრდის ჩვენი ნავსადგურების ტვირთგამტარობას 24-დან 48 მილიონ ტონამდე წელიწადში; რომლის სახელისუფლებო ანტიკორუფციული ინდექსი – მოწინავეა მსოფლიოში; რომელიც ქვეყანაში ინარჩუნებს მშვიდობას, სტაბილურობას და ზრუნავს განვითარებაზე; რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებისა და საკუთარი ხალხის ინტერესებს ყველა დანარჩენ ვალდებულებაზე მაღლა აყენებს; რომელიც ცდილობს საკუთარ სტრატეგიულ პარტნიორებთან ღია თამაშის წესების საფუძველზე დაამყაროს საპარტნიორო ურთიერთობები; რომელიც პარტნიორს – მეგობარს უწოდებს ხოლო აგენტოკრატების მონას – ლაქიას. ასეთ ხელისუფლებას უცხადებენ დაუმორჩილებლობას, ვინაიდან ასეთ სახელმწიფოში – სამართლიანად ვერ ხედავენ საკუთარ მომავალს“, – წერს დავით ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: გავლენის აგენტების დასაცავად დასავლეთმა „რევოლუციად“ წოდებულ გადატრიალებას მწვანე შუქი აუნთო – ლევან მამალაძე
Next: იუსტიციის სამინისტრო მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.