Skip to content
06/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სწორედ დემოკრატიის სახელით, ჩვენგან მოითხოვენ, კანონპროექტების განხილვაზე უარი ისე ვთქვათ, რომ მსჯელობის საგნადაც კი არ ვაქციოთ

მარშალ პრესი 02/03/2023
გურამ მაჭარაშვილი

„საზოგადოებამ უკვე დაინახა, რომ „ხალხი ძალის“ კანონპროექტი, რომელიც საგაზაფხულო სესიის დასაწყისში დავაინიცირეთ, არის აშშ-ის საკანონმდებლო ბაზაზე შემუშავებული და მისი ლიბერალური ვარიანტი, თუმცა, სპეკულაციებიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ და დავაინიცირეთ მეორე კანონპროექტიც, რომელიც აშშ-ში მოქმედი კანონის ზუსტი ანალოგია. საზოგადოება დღეს და მომდევნო დღეებში კიდევ ერთხელ იხილავს, თუ რა მსგავსება და სხვაობაა ჩვენ მიერ ინიცირებულ კანონპროექტსა და აშშ-ის კანონს შორის“, – აცხადებს „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, გურამ მაჭარაშვილი.

მისივე თქმით, ვენეციას კომისიას, რომელსაც, პირველი მოსმენის შემდეგ, „ხალხის ძალის“ ორივე კანონპროექტი გაეგზავნება, ექნება საშუალება, დაადგინოს, შეესაბამება თუ არა აშშ-ში მოქმედი კანონი და, „ხალხის ძალის“ მიერ, მასზე დაყრდნობით მომზადებული დოკუმენტები დემოკრატიულ პრინციპებს. „აშშ-ის კანონი საკმაოდ მკაცრია, სანქციები და გავრცელების მასშტაბები დისპროპორციულია, თუმცა, ყოველგვარი სპეკულაციის ალბათობის ნულამდე დასაყვანად, პირველი მოსმენისა და მიღების შემდეგ, ორივე კანონპროექტს გავგზავნით ვენეციის კომისიაში და მეორე მოსმენას არ დავიწყებთ იქამდე, ვიდრე ვენეციის კომისიის დასკვნები არ იქნება.

 ვენეციის კომისია არის საერთაშორისო ინსტიტუცია, აქედან გამომდინარე პირველი მოსმენის შემდგომ ვენეციის კომისიაში კანონპროექტის გაგზავნა ზუსტად იმას ნიშნავს, რომ მეორე მოსმენას (კანონპროექტის მუხლობრივად განხილვას) არ დავიწყებთ იქამდე, ვიდრე დასკვნები არ იქნება. იმედია, ამის შემდეგ მაინც აღარ იქნება სპეკულაციები და არასწორი განცხადებები, რომ ორივე კანონპროექტი რუსულია. თავად ვენეციის კომისიას ექნება საშუალება, განიხილოს, აშშ-ის კანონი და ჩვენ მიერ შედგენილი კანონპროექტი შეესაბამება თუ არა თანამედროვე დემოკრატიულ პრინციპებს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ჟურნალისტებთან საუბრისას, ის ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის განცხადებასაც გამოეხმაურა.

„საინტერესო განცხადებებს ვისმენთ. მათ შორის, საინტერესოა აშშ-ის ელჩის განცხადებაც. ის, დემოკრატიის სახელით, ითხოვს, რომ დემოკრატიული საპარლამენტო პროცესი არ ჩატარდეს – მისი თქმით, კანონპროექტების განხილვაზე უარი ისე უნდა ვთქვათ, რომ მსჯელობის საგნადაც კი არ ვაქციოთ. დემოკრატიის უმთავრესი პრინციპია, რომ საკითხი, რომელიც პარლამენტში შემოდის, მსჯელობის საგანი გახდეს. ამ დროს კი, ვისმენთ, რომ ეს არ უნდა გავაკეთოთ.  ეს მიანიშნებს, რომ, სამწუხაროდ, მიზანი არა შინაარსში შესვლა, არამედ კანონპროექტების როგორმე გაშავებაა. როგორ შეიძლება, აშშ-ში გამჭვირვალობის პრინციპი კარგი იყოს  და საქართველოში – ცუდი? სწორედ ამას გვეუბნება აშშ-ის ელჩი, რაც, რა თქმა უნდა, მიუღებელია“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

Continue Reading

Previous: ეს ვერ და არ მოხდება – კახა კალაძე სააკაშვილის გათავისუფლებაზე
Next: როცა ტრაკით კაკალს ამტვრევ, მაგრამ ხალხი მაინც ვერ გიტანს, ძალა უნდა მოიკრიბო და პოლიტიკიდან გააჯ..ა – გოგა ხაჩიძე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025