Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

როცა ტრაკით კაკალს ამტვრევ, მაგრამ ხალხი მაინც ვერ გიტანს, ძალა უნდა მოიკრიბო და პოლიტიკიდან გააჯ..ა – გოგა ხაჩიძე

მარშალ პრესი 02/03/2023
გოგა ხაჩიძე

“გირჩი”- – მეტი თავისუფლების ერთ-ერთი წევრი გოგა ხაჩიძე სოციალურ ქსელში წერს:

“თუ ხელისუფლებაში უკვე იყავი, უმაღლესი თანამდებობები გეკავა, კარგ საქმეებს აკეთებდი, თუმცა ხანდახან შეცდომებსაც უშვებდი და სირობა გამოგდიოდა.
თუ საბოლოო ჯამში ისე მოხდა, რომ ხალხის უდიდესი უმრავლესობა ვერ გიტანს, დანახვა არ უნდათ შენი, შენი ხსენება ზოგადად ლანძღვას ნიშნავს.
რეიტინგი არ გაქვს, საერთოდ არ გაქვს, ბევრჯერ გაზომეს და არ გაქვს, ისინი ზომავენ ვისაც ენდობი და მაინც არ გაქვს…

ფართხალებ, იცვლები, ათას რამეს იგონებ, გულწრფელად ცდილობ, ფიქრობ, ფულს ხარჯავ – ცუდად ნაჩალიჩარ ფულს, ტრაკით კაკალს ამტვრევ, მაგრამ არა, ხალხი მაინც ვერ გიტანს, რაც არ უნდა მოაგროვო, ერთი გახსენებით გიფანტავენ და გილანძღავენ მონაგარს.

რეიტინგი მაინც არ გაქვს და არც პერსპექტივა ჩანს… რა უნდა ქნა ამ დროს?… ჩემი აზრით, ძალა უნდა მოიკრიბო და პოლიტიკიდან გააჯვა! სხვის თვალებში ბეწვის ძებნას თავი უნდა დაანებო და საკუთარში გაყრილი დირე უნდა დაინახო, იგრძნო და გამოიძრო!

ადამიანო, გაცვეთილო ქართველო პოლიტიკოსო! ამას თუ რჩევად მიიღებ და შესაბამისად მოიქცევი შენც დაისვენებ, ჩვენც და ზოგადად ქართული პოლიტიკაც, ხოლო თუ ამ რჩევასაც იკიდებ, მაშინ – მპ!

”მპ” არ იცი რას ნიშნავს? – მოგს…ვნია პატრონს! აბა ჰე!”– წერს გოგა ხაჩიძე.

Post navigation

Previous: სწორედ დემოკრატიის სახელით, ჩვენგან მოითხოვენ, კანონპროექტების განხილვაზე უარი ისე ვთქვათ, რომ მსჯელობის საგნადაც კი არ ვაქციოთ
Next: ანა წითლიძე გურამ მაჭარაშვილის მიკროფონს ეცა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.