Skip to content
20/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ირაკლი ღარიბაშვილი ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს ახლადდანიშნულ ელჩს შეხვდა

მარშალ პრესი 28/02/2023
1

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ლატვიის რესპუბლიკაში ახლადდანიშნულ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ირაკლი ყურაშვილს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და ლატვიის რესპუბლიკას შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს.

ირაკლი ღარიბაშვილმა ირაკლი ყურაშვილს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

თავის მხრივ, ირაკლი ყურაშვილმა პრემიერ-მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

ირაკლი ყურაშვილი სხვადასხვა წლებში საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შვეიცარიის კონფედერაციასა და არგენტინის რესპუბლიკაში. ლატვიის რესპუბლიკაში ელჩად დანიშვნამდე ირაკლი ყურაშვილს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის გენერალური დირექტორატის გენერალური დირექტორის თანამდებობა ეკავა.

Post navigation

Previous: ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს ახალ ელჩს ნორვეგიის სამეფოში, ზურაბ ბერიძეს შეხვდა
Next: ომის დაწყებით პერსონალურად იყო დაინტერესებული ჯონ მაკკეინი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.