Skip to content
20/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს ახალ ელჩს ნორვეგიის სამეფოში, ზურაბ ბერიძეს შეხვდა

მარშალ პრესი 28/02/2023
2b948b35-1f91-488c-bff3-5c65cc3bf58a

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნორვეგიის სამეფოში საქართველოს ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ზურაბ ბერიძეს შეხვდა.

მთავრობის მეთაურმა დიპლომატს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ნორვეგიის სამეფოს შორის მჭიდრო მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს, რომელიც მზარდი დინამიკით გამოირჩევა. ითქვა, რომ ორმხრივი ურთიერთობები მოიცავს თანამშრომლობის ფართო სპექტრს, მათ შორის, პოლიტიკის, ეკონომიკის, თავდაცვის, განათლებისა და კულტურის სფეროებს და სამომავლოდ ამ ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად ინტენსიფიკაციის იმედი გამოითქვა.

ზურაბ ბერიძეს აქვს მრავალწლიანი დიპლომატიური გამოცდილება, იყო არაერთ ქვეყანაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ამასთან, სხვადასხვა წლებში მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე.

Post navigation

Previous: ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარეს შეხვდა
Next: ირაკლი ღარიბაშვილი ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს ახლადდანიშნულ ელჩს შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.