IMG.GE ___________________________________ IMG.GE

4 სექტემბერს აზერბაიჯანის 123 მოქალაქე საქართველოდან სამშობლოში დააბრუნესб – ამის შესახებ  „აზერნიუსი“ წერს. გამოცემის ცნობით, ქვეყანაში სულ 281 ადამიანი ჩავიდა. აზერბაიჯანის მოქალაქეებთან ერთად იმყოფებოდა საქართველოს 151, რუსეთის ხუთი, თურქეთის ერთი და უკრაინის ერთი მოქალაქე.

3 სექტემბერს უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კორონავირუსზე ტესტი მარნეულის კლინიკაში გაუკეთეს და ყველა პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა. ამის შემდეგ ისინი საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს ავტობუსებით სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე გადაიყვანეს.

„აზერბაიჯანში ჩასული მოქალაქეები კარანტინს არ გაივლიან, თუმცა ორი კვირით თვითიზოლაცია იქნებიან“, – წერს „აზერნიუსი“.

 

 

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება