Skip to content
20/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარეს შეხვდა

მარშალ პრესი 28/02/2023
garibashvili

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარეს სოსო გიორგაძეს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე საქპატენტის თავმჯდომარემ პრემიერს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და სამომავლო გეგმები გააცნო.

როგორც სოსო გიორგაძემ აღნიშნა, საქპატენტი ქართული გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების საზღვარგარეთ დაცვის კუთხით მუშაობს. ამ მიმართულებით გაფორმდა ურთიერთაღიარების ხელშეკრულება საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკას შორის, ასევე რამდენიმე ქვეყანაში განხორციელდა და კვლავ გრძელდება ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების პირდაპირი წესით რეგისტრაციაა.

საქპატენტის თავმჯდომარის თქმით, კვალიფიციური კადრების მოძიებისა და მომზადების მიზნით დაიწყო ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა. სტაჟიორების ნაწილი უკვე აყვანილია სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან, ასევე მიმდინარეობს კონკურსი.

როგორც სოსო გიორგაძემ აღნიშნა, ქმედითი ნაბიჯები გადაიდგა საქართველო საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვის სფეროში. ამ მიმართულებით, პარლამენტის კულტურის კომიტეტთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა შესაბამის კანონპროექტზე. ასევე, ტენდერის გზით შეირჩა აუდიტორული კომპანია რომელიც საქართველოში მოქმედი კოლექტიური

მართვის ორგანიზაციების მიერ ავტორთა ქონებრივი უფლებების მართვის საკითხებს შეისწავლის.
ასევე, საქართველომ მოიპოვა გეოგრაფიული აღნიშვნების მსოფლიო სიმპოზიუმის ჩატარების უფლება და სიმპოზიუმი ივნისში გაიმართება თბილისში.

შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

Continue Reading

Previous: ბიძინა ივანიშვილის იურიდიული მრჩევლები სტატიას ავრცელებენ, რომელიც ევროპულმა ცენზურამ დაბლოკა
Next: ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს ახალ ელჩს ნორვეგიის სამეფოში, ზურაბ ბერიძეს შეხვდა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025