Skip to content
13/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • საზოგადოება

მიშა ჩემი უფროსი არ არის, რომ მისი დირექტივებით ვიმოქმედო როდის რა დავწერო და ვისზე – ელისო კილაძე

მარშალ პრესი 14/04/2022
ელისო კილაძე

“კეზერას ახალმა ფალავანმა ლევან ხაბეიშვილმა გამომაცხადა ღარიბაშვილის მოკავშირედ და დაბნეულობის შემტანად ენმ-ს ამომრჩევლებში.

პარტიულ ინტრიგებში ჩარევას არ ვაპირებ, არც პარტიული აქტივი ვარ, მიშა ჩემი უფროსი არ არის, რომ მისი დირექტივებით ვიმოქმედო როდის რა დავწერო და ვისზე 

პატიმარ სააკაშვილთან საქმეების გარჩევებს არ ვაპირებ, კვლავინდებურად განვაგრძობ მისი დარღვეული უფლებებისთვის და სიმართლისთვის ბრძოლას.იმედს ვიტოვებ რომ იგივეს გააკეთებს პარტიული ელიტა.

ენმ-ს პოლიტსაბჭოს და ლიდერშიპს ვურჩევ, სააკაშვილის ორ ბრალზე მომზადებული ქრონიკა+ -ის ფილმი შეიმჩნიონ და მეტი დრო დაუთმონ არა კეზერაშვილის დირექტივების შესრულებას,  არამედ მათი ლიდერის პოლიტიკურ მსჯავრზე ფაქტებით საუბარს, მათ შორის, უცხოელ პარტნიორებთან.

ქართული პოლიტიკა გადაიქცა ქარვასლად და სწორედ ამიტომ არიან ქოცები ხელისუფლებაში.

ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია უკრაინაში ჩემი და ჩემი მეგობრების წასვლისთვის უსაფრთხო მარშრუტის და შეხვედრების ორგანიზება.

კეზერაშვილს რაც შეეხება – ასევე ვურჩევ, ანტიკორუფციული ბიუროს ნაცვლად, რევოლუციური კომიტეტი დააფინანსოს,თუ ცხადია მისი პრიორიტეტი ხელისუფლების შეცვლაა და არა ტრადიციული ვაჭრობა”– წერს ელისო კილაძე სოციალურ ქსელში.

ამ თემაზე:

ქოლ-ცენტრების საქმე და სკანდალური პოსტი სააკაშვილის სახელით, სადაც ელისო კილაძეს ოპოზიციის კრიტიკის შეწყვეტა მოსთხოვეს

Post navigation

Previous: დედაენის ბაღში ქართული ენის დღე აღინიშნა
Next: ჩვენ დარწმუნებული ვართ და ვიცით, რომ საქართველო ახორციელებს საერთაშორისო სანქციებს და საქართველოს მეშვეობით საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლა შეუძლებელია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.