Skip to content
08/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • საზოგადოება

დედაენის ბაღში ქართული ენის დღე აღინიშნა

მარშალ პრესი 14/04/2022
550

თბილისის მერიის ორგანიზებით, დედაენის ბაღში, ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა, რომელსაც დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია დაესწრო.

„სასიხარულოა, რომ ტრადიციად იქცა სახელმწიფო ენის აღნიშვნა დედაენის პარკში. მოგეხსენებათ, 1978 წელს სტუდენტებმა ააგორეს ტალღა, რომელმაც დაიცვა ჩვენი ენის კონსტიტუციური სტატუსი. სიმბოლურია, რომ დღეს ასევე იწურება თბილისისთვის წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსი, რომელსაც იგი ბოლო ერთი წელი ატარებდა. ამან მოგვცა კიდევ ერთი შესაძლებლობა, მსოფლიოსთვის გაგვეცნო ჩვენი დამწერლობა და მწერლები“, – განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

მერის მოადგილემ კიდევ ერთხელ მიიწვია დედაენის ბაღში მიმდინარე ღონისძიებებზე უფროსები და ბავშვები. დედაენის დღის ფარგლებში, ქართული გამომცემლობების მიერ მოეწყო წიგნების გამოფენა-გაყიდვა, გაიმართა საჯარო საუბრები ქართულ ენასთან და 1978 წლის მოვლენებთან დაკავშირებულ თემებზე, ასევე, ბავშვებისთვის დაიგეგმა სპეციალური გასართობ-შემეცნებითი აქტივობები. გარდა ამისა, ღონისძიების ფარგლებში გაიმართა აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის კონცერტი. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, ბაღში თემატური აუდიო და ვიზუალური ინსტალაციები განთავსდა.

Continue Reading

Previous: გვინდა ყველას გასაგონად ვთქვათ, რომ ქვეყანას არ აგარევინებთ – გია გაჩეჩილაძის განცხადება
Next: მიშა ჩემი უფროსი არ არის, რომ მისი დირექტივებით ვიმოქმედო როდის რა დავწერო და ვისზე – ელისო კილაძე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025