Skip to content
14/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

ქოლ-ცენტრების საქმე და სკანდალური პოსტი სააკაშვილის სახელით, სადაც ელისო კილაძეს ოპოზიციის კრიტიკის შეწყვეტა მოსთხოვეს

მარშალ პრესი 11/04/2022
ელისო კილაძე

ცოტა ხნის წინ მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქ გვერდზე მისი სახელით გამოქვეყნდა პოსტი, რომელშიც ელისო კილაძეს პირდაპირ მოუწოდებდა, რომ შეწყვიტოს ოპოზიციის წარმომადგენლების დადანაშაულება ე.წ ქოლცენტრების თაღლითობის საქმეზე, რასაც თავად ელისო კილაძე გამოეხმაურა და ეჭვი გამოთქვა, ნამდვილად იყო თუ არა ამ მიმართვის ავტორი სააკაშვილი და მოითხოვა, რომ გასაჯაროვდეს მისი ხელნაწერი ტექსტი.

“მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურ გვერდზე მისი სახელით გავრცელდა განცხადება,სადაც ის პერსონალურად მომიწოდებს რომ ქოლცენტრების გამო შევწყვიტო ოპონირება ოპოზიციის წარმომადგენლებთან!

მოვითხოვ:

1.მიხეილ სააკაშვილის ხელნაწერის გამოქვეყნებას აღნიშნული შინაარსის განცხადების ტექსტით

2.თუ ხელნაწერი არ არსებობს,ვინ არის პირი ვინც მიხეილ სააკაშვილის სახელით მის გვერდზე განცხადება გაავრცელა. ამ კითხვებზე პასუხის გაცემამდე ჩემთვის განცხადება უბრალოდ “ანონიმკაა”

ახლა საქმეზე-გუშინ მთავარ არხზე გასულ სიუჟეტში,ყველა უცხოელი დაზარალებული ასახელებს კომპანია მორგანს.

შპს “მორგან ლიმიტედი” არის დავით კეზერაშვილის კომპანია,

ე.წ.ქოლცენტრი,რომელიც ფუნქციონირებდა თბილისში,ოთარ ჩხეიძის ქუჩაზე.
ევროპოლის გამოძიების მასალებში სწორედ თავდაცვის ყოფილი მინისტრის გვარი ფიგურირებს.– წერს ელისო კილაძე, რომელიც ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეში დავით კეზერაშვილის კვალზე საუბრობს.

 

Continue Reading

Previous: ეს ფაქტი არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს ძალზე მკაფიო პერსპექტივა, დაჩქარებული წესით მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი
Next: „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025