Skip to content
16/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

გვინდა ყველას გასაგონად ვთქვათ, რომ ქვეყანას არ აგარევინებთ – გია გაჩეჩილაძის განცხადება

მარშალ პრესი 14/04/2022
გია გაჩეჩილაძე

საზოგადოებრივი მოძრაობა „აი ია“-ს დამფუძნებელმა გია გაჩეჩილაძემ (უცნობი) ახალი საზოგადოებრივი კამპანიის – „არ აგარევინებთ!“ დაწყება დაანონსა.

გაჩეჩილაძის განმარტებით, „ეს იქნება ინიციატივა მშვიდობისა და სტაბილურობისთვის, ომისა და ომის გამჩაღებლების წინააღმდეგ“, რადგან მშვიდობისთვის ბრძოლა დღეს არის ქვეყნის განვითარების უპირველესი პირობაა.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც ქვეყნის შიგნიდან თუ გარედან საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა და „ჩვენი ქვეყნის ომის პოლიგონად გადაქცევა“ ვერ მოხერხდა, აშკარაა, რომ იწყება რევოლუციური სცენარების ამუშავება, რაზეც ბაკურიანში ოპოზიციის შეკრებაც მეტყველებს.

„საქართველოში ჩამოსული იყო ამერიკელი პიტერ აკერმანი, რომელიც დაოსტატებულია სახელმწიფო გადატრიალებების ორგანიზებაში. ბაკურიანში შედგა შეხვედრა და ამ პიროვნებამ ტრენინგები ჩაატარა, როგორც ქართულ ოპოზიციასთან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ეს არის შეთქმულება სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ – განიხილებოდა როგორ შეიძლება გადააგდო ხელისუფლება. ამიტომ, ტყუილად ნუ ექნებათ იმედი, რომ ამ ქვეყანაში გადატრიალების მსგავსს მოაწყობენ. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა გიორგი მშვენიერაძემ თავად თქვა, რომ განიხილავდნენ, როგორ შეიძლებოდა არაძალადობრივი გზით ხელისუფლების მოცილება. ხელისუფლების ერთადერთი ჩამოშორების მექანიზმი არის არჩევნები, რომელიც ჩატარდება 2024 წელს და ამას განიხილავენ იმ კაცთან ერთად, რომელიც გადატრიალებებში არის განთქმული? რასაც იქ ლაპარაკობდნენ და აკეთებდნენ ჩემთვის არის მტკიცებულება.

გვინდა ყველას გასაგონად ვთქვათ, რომ ქვეყანას არ აგარევინებთ! ქართული საზოგადოება არ დაუშვებს ქვეყნის მშვიდობის და სტაბილურობის გზიდან გადახვევას. ქვეყანაში მშვიდობის უზრუნველყოფა ცხადია ხელისუფლების პასუხისმგებლობაა ასევე, ხელისუფლების მოვალეობაა ადეკვატური სამართლებრივი პასუხი გასცეს ყველას, ვინც ყველანაირი დაწერილი თუ დაუწერელი კანონის დარღვევით ცდილობს ქვეყნის არევას. მოვუწოდებთ საზოგადოებას სიფხიზლისა და გაერთიანებისთვის ქვეყნის არევის წინააღმდეგ, მშვიდობისა და სტაბილურობის დასაცავად, რათა ქვეყნის შიდა თუ გარე დესტრუქციულ ძალებს არ მივცეთ საქართველოს ომის პოლიგონად გადაქცევისა და რევოლუციური სცენარებით ქვეყნის არევის საშუალება“, – აღნიშნა გია გაჩეჩილაძემ, რომელმაც ასევე დასძინა, რომ საჭიროების შემთხვევაში მათი მოძრაობა აქციებსაც გამართავს.

Continue Reading

Previous: როგორი საქმეა, არარსებული ტირანიის დამხობას აპირებდნენ მართლა ტირანიის დასაბრუნებლად – ლევან ნიკოლეიშვილი
Next: დედაენის ბაღში ქართული ენის დღე აღინიშნა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025