Skip to content
16/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ომის გამო სიღარიბესთან ბრძოლის კუთხით უკრაინამ 15 წლით უკან დაიხია

მარშალ პრესი 23/02/2023
მსოფლიო ბანკი

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად სიღარიბის ზღვარს მიღმა კიდევ 8 მილიონი უკრაინელი აღმოჩნდა, თუმცა ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდებოდა, უკრაინას ომამდე რეფორმები რომ არ განეხორციელებინა. ამის შესახებ „ინტერფაქს-უკრაინასთან“ ინტერვიუში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების საკითხებში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, არუპ ბანერჯიმ განაცხადა.

„რუსეთის შეჭრა უკრაინაში – ეს არის ტრაგედია, რომელსაც სერიოზული ადამიანური და ეკონომიკური შედეგები მოჰყვა. ჩვენი მონაცემებით, ომამდელ პერიოდთან შედარებით, სიღარიბის ზღვარს მიღმა კიდევ 8 მილიონი უკრაინელი აღმოჩნდა. სიღარიბესთან ბრძოლის კუთხით ქვეყანამ 15 წლით უკან დაიხია“, – აცხადებს არუპ ბანერჯი.

ამასთანავე, მისი განცხადებით, უკრაინელებმა და მთელმა ქვეყანამ გამოავლინეს წარმოუდგენელი სიმტკიცე, რაც, დიდწილად, აიხსნება მაკროეკონომიკური მართვისა და ინსტიტუტების განვითარების სფეროში გატარებული რეფორმებით, რომელიც ქვეყანამ ომამდე გაატარა.

Post navigation

Previous: ბიძინა ივანიშვილი თუ საგინებელია და აღარ ვიცი! რა ქნა ამ კაცმა? – ვინმეს რამე წაართვა, ქვეყანა სხვას ჩააბარა, შეარცხვინა თუ რა გააკეთა? – იმედა კახიანი
Next: ყველა ის არაადამიანი, ვინც ეწევა ომის პროპაგანდას, ანუ რადიკალური ოპოზიციის ყველა ლიდერი არის ჩვენი ქვეყნის განადგურების მსურველი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.