IMG.GE ___________________________________ IMG.GE

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე განხორციელებული კიბერშეტევა ბოლო პერიოდში რუსეთთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს, მათ ბრალდებებს და საქართველოს ხელისუფლების ხისტ პასუხებს უკავშირდება.

როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, საქართველოს შესაბამისმა სამსახურებმა პროფესიონალურად იმუშავეს.

„შეიძლება ვივარაუდოთ, რომ კიბერშეტევა არის გამოძახილი ამ ბოლო პერიოდის მოვლენების: საკმაოდ დაძაბული განცხადებების გაცვლა – გამოცვლა რუსეთთან, მათი უსაფუძვლო ბრალდებები და ამ ბრალდებებზე ხისტი პასუხი, რაც ჩვენგან მოისმინეს. თუმცა, ფაქტია, რომ ჩვენმა სამსახურებმაც საკმაოდ პროფესიონალურად იმუშავეს, მონაცემები, რაც გამოქვეყნებულია რომელიღაც საიტზე, მნიშვნელოვანწილად არის უზუსტობა, მაგრამ ეს შემოტევა მოგერიებულია, საფრთხე ყოველთვის არის, ეს მარტო საქართველოს არ ემუქრება, ძნელია, მაგრამ დასადგენია, საიდან მომდინარეობს ეს შეტევა,”- განაცხადა ვოლსკიმ.

რაც შეეხება ოპიზიციის კრიტიკას, ვოლსკი ამბობს, რომ მათ „ბრტყელ- ბრტყელი” განცხადებები ახასიათებთ.

ცნობისათვის, ჯანდაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე უცხო ქვეყნიდან კიბერშეტევა განხორციელდა, რომლის მიზანი ლუგარის ლაბორატორიაში დაცული დოკუმენტაციის მართლსაწინააღმდეგო გამოყენება იყო.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება