Skip to content
16/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ყველა ის არაადამიანი, ვინც ეწევა ომის პროპაგანდას, ანუ რადიკალური ოპოზიციის ყველა ლიდერი არის ჩვენი ქვეყნის განადგურების მსურველი

მარშალ პრესი 23/02/2023
ლევან ნიკოლეიშვილი

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი მსოფლიო ბანკის მონაცემებს ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, ომის გამო სიღარიბესთან ბრძოლის კუთხით უკრაინამ 15 წლით უკან დაიხია.

ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, რომ უპირობო განადგურება ემუქრებოდა და ემუქრება საქართველოს, თუ ჩვენ შევასრულებთ მტრის დაჟინებულ მოთხოვნას და აქ გაიხსნება მეორე ფრონტი.

„ყველა ის არაადამიანი, ვინც ეწევა ომის პროპაგანდას, ანუ რადიკალური ოპოზიციის ყველა ლიდერი არის ჩვენი ქვეყნის განადგურების მსურველი. დიახ, უპირობო განადგურება ემუქრებოდა და ემუქრება საქართველოს, თუ ჩვენ შევასრულებთ მტრის დაჟინებულ მოთხოვნას და აქ გაიხსნება მეორე ფრონტი. ასევე ყველა ნაძირალაა, ვინც დღეს საზოგადოებას აწვდის ყალბ დილემას – ან ომი, ან სახელმწიფოებრიობა. არანაირი მსგავსი მოცემულობა ჩვენ წინაშე არ დგას! დღეს ჩვენ გვაქვს მხოლოდ ერთი რეალობა – მშვიდობა და განვითარება ჩვენ ქვეყანაში, ხოლო მტერს, ომის პარტიას უნდა რომ საქართველო უბრალოდ აღარ არსებობდეს.“– წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

Post navigation

Previous: მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ომის გამო სიღარიბესთან ბრძოლის კუთხით უკრაინამ 15 წლით უკან დაიხია
Next: ირაკლი ღარიბაშვილი რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.