Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

კეზერაშვილის შეხვედრები და გეგმები საქართველოს წინააღმდეგ – “ქრონიკა” ინფორმაციას ავრცელებს

მარშალ პრესი 22/02/2023
332240960_2681014775371493_75265891209185469_n

კეზერაშვილი საქართველოს წინააღმდეგ ახალ გარიგებებს იწყებს. „ქრონიკას“ ექსკლუზიურად მიაწოდეს ფოტო ლონდონიდან, რომელიც ასახავს საიდუმლო მოლაპარაკებების პროცესს ერთ-ერთ ბრიტანულ კომპანიასთან, რომელმაც საქართველოში უნდა მოახდინოს ანტისახელისუფლებო კამპანიის ლობირება მთავრობის დისკრედიტაციის მიზნით, რა დროსაც გამოკვეთილი უნდა იყოს ე.წ. რუსული ხაზი და სააკაშვილის წამების თემა.

ასევე, კეზერაშვილის დაფინანსებული ტელევიზიებისთვის, საერთაშორისო მედიების დახმარებით, კონკრეტული თემები ხელოვნურად შეიქმნას. როგორც „ქრონიკის“ წყარო ამბობს და ფოტოზეც ჩანს, ახალ ლობისტურ კომპანიასთან მოლაპარაკებებს მართავენ ყოფილი სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი და ყოფილი ელჩი დიდ ბრიტანეთში გიორგი ბადრიძე. ამავე წყაროს ინფორმაციით, იმის გამო, რომ ლობისტურ კომპანიასთან გაფორმებულმა კონტრაქტმა ხმაური არ გამოიწვიოს, მხოლოდ 100 000 ფუნტის ღირებულების კონტრაქტი გაფორმდება, ხოლო დანარჩენი გადაიხდება ქეშად. რამდენ მილიონზეა საუბარი ამ დროისთვის „ქრონიკისთვის“ უცნობია.

შეხვედრაზე გამოითქვა უკმაყოფილება, რომ აქამდე წარმოებულმა კამპანიამ ქვეყნის წინააღმდეგ ვერანაირი შედეგი ვერ გამოიღო, ამიტომ გადაწყდა ახალი ლობისტური კომპანიის დაქირავება. აღსანიშნავია, რომ ფოტოზე არიან თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი და სააკაშვილის ადმინისტრაციის უფროსი დავით ტყეშელაშვილი.

Post navigation

Previous: პრემიერი ინვესტორთა საბჭოს შეხვდა
Next: ევროპის სახელმწიფოთა გაერთიანება რომელიც სახელმწიფოთა განვითარების საფუძველი უნდა ყოფილიყო, დღეს სამწუხაროდ ისეთ წარმონაქმნად იქცა, სადაც დაკარგულია პრინციპები, რომლებითაც ეს გაერთიანება ნებისმიერი ქვეყნისთვის მიმზიდველი იყო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.