Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პრემიერი ინვესტორთა საბჭოს შეხვდა

მარშალ პრესი 22/02/2023
ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ინვესტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომის მონაწილეებმა ინვესტორთა საბჭოს 2023-2024 წლების გეგმები და უკვე განხორციელებული პროექტები მიმოიხილეს.

საუბარი შეეხო მიმდინარე და დაგეგმილ მსხვილ ეკონომიკურ პროექტებს, რომლებზეც პრემიერ-მინისტრის დავალებით მთავრობის ეკონომიკური გუნდი აქტიურად მუშაობს.
შეხვედრაზე განიხილეს მწვანე ეკონომიკის განვითარების ინიციატივები, სამთო მრეწველობის შესაძლებლობები და გამოწვევები, საქართველოს განათლების სისტემის ინტერნაციონალიზაცია, შავი ზღვის პლატფორმის ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები და შუა დერეფნის სატრანზიტო მარშრუტის განვითარების მიმართულებები.

განსახილველ საკითხებს შორის იყო აგრეთვე ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მიმდინარე რეფორმებში ინვესტორთა საბჭოს ჩართულობა.
ინვესტორთა საბჭოს წევრებმა აღნიშნეს, რომ მომავალშიც აქტიურად დაუჭერენ მხარს მთავრობის ყველა იმ ნაბიჯსა თუ რეფორმას, რომლებიც ხელს შეუწყობს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას და ასოცირების შეთანხმების წარმატებით განხორციელებას.

Post navigation

Previous: სააკაშვილის ოჯახს მარტო საქართველოში 170 მილიონის ქონება აქვს მოხვეჭილი
Next: კეზერაშვილის შეხვედრები და გეგმები საქართველოს წინააღმდეგ – “ქრონიკა” ინფორმაციას ავრცელებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.