Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ევროპის სახელმწიფოთა გაერთიანება რომელიც სახელმწიფოთა განვითარების საფუძველი უნდა ყოფილიყო, დღეს სამწუხაროდ ისეთ წარმონაქმნად იქცა, სადაც დაკარგულია პრინციპები, რომლებითაც ეს გაერთიანება ნებისმიერი ქვეყნისთვის მიმზიდველი იყო

მარშალ პრესი 22/02/2023
გია გაბრიჭიძე

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილი წერილს ეხმიანება

„1993 წელს შექმნილი ევროპის სახელმწიფოთა პოლიტიკურ ეკონომიკური გაერთიანება (მანამდე ევროპული თანამეგობრობა), რომელიც იდეაში სახელმწიფოთა განვითარების, უსაფრთხოებისა და დემოკრატიის საფუძველი უნდა ყოფილიყო, დღეს სამწუხაროდ „ბანანის სახელმწიფოს“ მსგავს წარმონაქმნად იქცა, სადაც ფაქტობრივად დაკარგულია ის პრინციპები, რომლებითაც ეს გაერთიანება ნებისმიერი ქვეყნისთვის მიმზიდველი იყო. ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა საკმაოდ საინტერესო ანალიზი გამოაქვეყნა, სადაც ღიად გაუსვა ხაზი იმ პრობლემებს, რამაც ევროკავშირი დააცილა იმ ფასეულობებს, რაზეც ევროპა საუკუნეების განმავლობაში იდგა.

“ევროკავშირი დღეს უმძიმეს მდგომარეობაშია: სუვერენიტეტისგან დაცლილი ევროპარლამენტი და ევროკომისია, კორუფცია ევროსტრუქტურებში, ტოტალურ ცენზურას დაქვემდებარებული ევროპული მედია, ქრისტიანული ფასეულობების დევალვაცია, ტოტალური ლგბტ პროპაგანდა, მასობრივი მიგრაცია და ევროპული ქვეყნების ეროვნული იდენტობის მოშლა, ეკონომიკური სტაგნაცია – ეს იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც ევროკავშირის მომავალს ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს“. თუ კარგად დავაკვირდებით ეს პრობლემები პირდაპირ ამერიკული ოლიგარქიის მიერ არის თავსმოხვეული, რომელთა მერკანტელური სწრაფვისთვის ევროპა თავისი ნამდვილი ტრადიციებითა და ფასეულობებით დიდ დაბრკოლებას წარმოადგენდა და სწორედ ამ ყველაფრის განადგურება არის მათი მთავარი მიზანი“- წერს გია გაბრიჭიძე Facebook-ზე.

Post navigation

Previous: კეზერაშვილის შეხვედრები და გეგმები საქართველოს წინააღმდეგ – “ქრონიკა” ინფორმაციას ავრცელებს
Next: ევროკავშირის დამფუძნებელი მამები კოშმარებშიც ვერ წარმოიდგენდნენ, რომ ათწლეულების შემდეგ ევროპის მმართველი სტრუქტურები კორუფციის უპრეცედენტო ჭაობში ჩაეფლობოდნენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.