Skip to content
22/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დიახ, სწორედაც აგრესიული ლიბერალების მიერ კონტროლირებადი მედია ამკვიდრებდა ყოვლად აბსურდულ სტერეოტიპებს

მარშალ პრესი 16/02/2023
გია გაბრიჭიძე

დიახ, სწორედაც აგრესიული ლიბერალების მიერ კონტროლირებადი მედია ამკვიდრებდა ყოვლად აბსურდულ სტერეოტიპებს, ილაშქრებდა სარწმუნოების, განათლების და კულტურის წინააღმდეგ და სამწუხაროდ ამ ყველაფრის შედეგებს ნათლად ვხედავთ – წერს ექსპერტი გია გაბრიჭიძე ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის წერილის შესახებ.

როგორც გაბრიჭიძე აღნიშნავს, თავისუფალი და ობიექტური მედია ეხმარება საზოგადოებას სწორად შეაფასოს მიმდინარე პროცესები და მიიღოს სწორი გადაწყვეტილება. „გამოქვეყნდა

ზაზა შათირიშვილის საკმაოდ საინტერესო წერილი, რომლის ამონარიდს გთავაზობთ: – მონოპოლიზებული მედიის შედეგია ის სტერეოტიპებიც, რომლებიც თავის დროზე საზოგადოებას საგარეო პოლიტიკასთან და 2008 წლის ომთან დაკავშირებით ჩამოუყალიბეს.

საზოგადოება დააჯერეს, რომ არსებობს თეთრი დასავლეთი და შავი რუსეთი ყოველგვარი შუქ-ჩრდილების გარეშე. დიახ, სწორედაც აგრესიული ლიბერალების მიერ კონტროლირებადი მედია ამკვიდრებდა ყოვლად აბსურდულ სტერეოტიპებს, ილაშქრებდა სარწმუნოების, განათლების და კულტურის წინააღმდეგ და სამწუხაროდ ამ ყველაფრის შედეგებს ნათლად ვხედავთ. სწორედ ნამდვილი, თავისუფალი და ობიექტური მედია იძლევა იმის გარანტიას, რომ საზოგადოებამ სწორად შეაფასოს მიმდინარე პროცესები, გააკეთოს დასკვნები და მიიღოს სწორი გადაწყვეტილება.“ – წერს გაბრიჭიძე facebook – ზე.

Post navigation

Previous: ირაკლი ღარიბაშვილი ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
Next: დიღმის მასივში, მეხუთე კვარტლის მე-16 კორპუსის მიმდებარედ, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.