Skip to content
29/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა

მარშალ პრესი 16/02/2023
5050

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრს ფერნანდო გრანდე მარლასკას შეხვდა.

საუბარი შეეხო საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის სხვადასხვა მიმართულებით არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას. ხაზი გაესვა ორი ქვეყნის მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს და ქვეყნებს შორის არსებული პოლიტიკური დიალოგის მაღალ დონეს.

აღინიშნა, რომ საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტროები ნაყოფიერად თანამშრომლობენ და ეს თანამშრომლობა საერთაშორისო ხელშეკრულებებს, პარტნიორობასა და ურთიერთნდობის პრინციპებს ეფუძნება.

საუბარი ასევე შეეხო ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს ეროვნული საკანონმდებლო ბაზის თავსებადობის შესახებ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მნიშვნელობას. პრემიერ-მინისტრმა ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

Post navigation

Previous: ყველამ უნდა იცოდეს, რომ კანდიდატის სტატუსი არის კანდიდატის სტატუსი და მეტი არაფერი. მატერიალური სარგებელი ამ ყველაფერს აქვს ნული!
Next: დიახ, სწორედაც აგრესიული ლიბერალების მიერ კონტროლირებადი მედია ამკვიდრებდა ყოვლად აბსურდულ სტერეოტიპებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.