Skip to content
27/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

ირაკლი კობახიძის განცხადებით, 6-მა პოლიტიკურმა პარტიამ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ცალკეული მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს და რევოლუციური გეგმების დაჩქარებაზე იმსჯელეს

მარშალ პრესი 13/04/2022
ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პარლამენტში, ჟურნალისტებთან საუბრისას, განაცხადა, რომ 6-მა პოლიტიკურმა პარტიამ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ცალკეული მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს და რევოლუციური გეგმების დაჩქარებაზე იმსჯელეს.

„ეს იქნებოდა სკანდალური ინფორმაცია, რომ არა ერთი ფაქტორი – ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ეს პოლიტიკური ძალა („ნაციონალური მოძრაომა“) თავიდან ბოლომდე ორიენტირებულია ქვეყანაში არეულობის შემოტანისკენ, თუმცა, თვითონ ფორმატია ძალიან საინტერესო, რა ნიშნით იყვნენ შერჩეულნი პოლიტიკური პარტიები, ყველასთვის გასაგებია – წარმოდგენილნი იყვნენ მხოლოდ ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც პირდაპირ არიან „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებულნი – თავად „ნაცმოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, ხოშტარიას პარტია და „ლელო“. ანუ 6 რადიკალური ოპოზიციური პარტია – „ნაცმოძრაობა“ და მისი სატელიტები. ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობდით, რომ ეს NGO-ები არიან ე.წ. NGO-ები. ამ არასამთავრობოების წარმომადგენლებიც იყვნენ იქ და იმ მედიასაშუალებების წარმომადგენლებიც, რომლებიც პირდაპირ ეკუთვნიან „ნაცმოძრაობას“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, მთავრობა არავის მისცემს რევოლუციური გეგმების განხორციელებისა და საქართველოს ომში ჩართვის საშუალებას.

Post navigation

Previous: მცხეთის მერმა ქალაქში მიმდინარე სარეაბილიტაციო-დასუფთავებითი სამუშაოები დაათვალიერა
Next: მიუხედავად ოპოზიციის, მათი ტელევიზიებისა და სახალხო დამცველის დაუოკებელი სურვილისა რამენაირად საქართველო, მხილებული ყოფილიყო ადამიანის უფლებების დარღვევაში, ასეთი მოლოდინები გაცრუებულია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.