Skip to content
21/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • პოლიტიკა

მიუხედავად ოპოზიციის, მათი ტელევიზიებისა და სახალხო დამცველის დაუოკებელი სურვილისა რამენაირად საქართველო, მხილებული ყოფილიყო ადამიანის უფლებების დარღვევაში, ასეთი მოლოდინები გაცრუებულია

მარშალ პრესი 13/04/2022
ლევან ნიკოლეიშვილი

ანგარიში არის მითითება და არა დარღვევის ფაქტები, ოღონდ ოპოზიციური პარტიების მხრიდან ან მაგალითად, სახალხო დამცველის მხრიდან დარღვევის არსებობის მტკიცებაზე. მაგალითად ანგარიშში არსად არ წერია, რომ სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი, თუმცა აღნიშნულია რომ მას ასეთად ოპოზიცია მიიჩნევს. ამის შესახებ კი, ოპოზიციური არხები ტრადიციულად ცრუ ინფორმაციას აწვდიან საზოგადოებას – წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ყოველწლიური ანგარიშის შესახებ.

“ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიური ანგარიში სხვადასხვა სახელმწიფოებში, მათ შორის საქართველოში, ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საყურადღებო დოკუმენტი გახლავთ. როგორც ყოველთვის, ოპოზიცია და მათი ტელევიზიები ცდილობენ ფაქტების მანიპულირებითა და სიცრუით წარმოადგინონ ცალკეული საკითხები. ანგარიში არის მითითება და არა დარღვევის ფაქტები, ოღონდ ოპოზიციური პარტიების მხრიდან ან მაგალითად, სახალხო დამცველის მხრიდან დარღვევის არსებობის მტკიცებაზე. მაგალითად ანგარიშში არსად არ წერია, რომ სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი, თუმცა აღნიშნულია რომ მას ასეთად ოპოზიცია მიიჩნევს. ამის შესახებ კი, ოპოზიციური არხები ტრადიციულად ცრუ ინფორმაციას აწვდიან საზოგადოებას. სხვათა შორის ანგარიშში, მკაფიოდ არის ხაზგასმული სააკაშვილის დანაშაულები, რომელთაგან ნაწილზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენის საფუძველზე იხდის სასჯელს, ხოლო ნაწილზე სამართალწარმოება მიმდინარეობს. ყველა საკითხზე, რაზეც ანგარიშში აღნიშნული, საზოგადოება არის სრულად ინფორმირებული. ეს საკითხები შეფასებულიციაა, და პოლიტიკური და სამართლებრივი დასკვნებიც გამოტანილია. ცხადია, ანგარიშში ასევე გვხდება, როგორც პოზიტიური ტენდენციების ამსახველ ნაწილები, ასევე კრიტიკულიც. და ბოლოს უმრავლეს შემთხვევებში, მიუხედავად ოპოზიციის, მათი ტელევიზიებისა და სახალხო დამცველის დაუოკებელი სურვილისა რამენაირად საქართველო, მხილებული ყოფილიყო ადამიანის უფლებების დარღვევაში, ასეთი მოლოდინები გაცრუებულია”– წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

Continue Reading

Previous: ირაკლი კობახიძის განცხადებით, 6-მა პოლიტიკურმა პარტიამ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ცალკეული მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს და რევოლუციური გეგმების დაჩქარებაზე იმსჯელეს
Next: შალვა პაპუაშვილი უკრაინის რადას თავმჯდომარეს ესაუბრა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025