Skip to content
27/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

მცხეთის მერმა ქალაქში მიმდინარე სარეაბილიტაციო-დასუფთავებითი სამუშაოები დაათვალიერა

მარშალ პრესი 13/04/2022
06

მცხეთაში საფეხმავლო ბილიკების, სკვერების, სასეირნო ბულვარის მიმდინარე სარეაბილიტაციო და ქალაქის გამწვანების სამუშაოები მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ელოშვილთან და მოადგილე მიხეილ ბუჯიაშვილთან ერთად მოინახულა.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ფოსტის მიმდებარედ რეაბილიტირებულ ტერასებზე ბუჩქოვანი და ყვავილოვანი მცენარეების დარგვაში
უშუალოდ მიიღეს მონაწილეობა.

„ქალაქის გამწვანება და კეთილმოწყობა თანამედროვეობის აქტუალური თემაა. ყველა განვითარებულ ქვეყანაში ეს პრობლემა განიხილება როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი
ფაქტორი ჯანსაღი და კომფორტული გარემოს შექმნისთვის. მიმდინარე სამუშაოები კიდევ უფრო მეტ ტურისტს მოიზიდავს ჩვენს ულამაზეს სატახტო ქალაქ მცხეთაში,“ – განაცხადა დიმიტრი ზურაბიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ მცხეთის ქუჩების მოწესრიგება მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

Post navigation

Previous: ეს არის სახელმწიფო გადატრიალების მზადების მცდელობა – ნანა კაკაბაძე
Next: ირაკლი კობახიძის განცხადებით, 6-მა პოლიტიკურმა პარტიამ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ცალკეული მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს და რევოლუციური გეგმების დაჩქარებაზე იმსჯელეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.