Skip to content
14/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ნატოს ქვეყანაში არის რუსეთიდან ფრენები და საქართველომ თუ თქვა, რომ ძალიან კარგი იქნება თუ რუსეთი მოხსნის სანქციებს, შენ რუსეთუმე ხარ

მარშალ პრესი 09/02/2023
მამუკა მდინარაძე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE” რუსეთიდან ფრენების შესაძლო აღდგენაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მეტად პარადოქსული და სამწუხაროა, როდესაც ამის შესახებ გარედან ისმის კრიტიკა.

მისივე თქმით, ნატოს ქვეყნები და საქართველოს სხვა მჭიდრო პარტნიორი ქვეყნები ახორციელებენ ფრენებს რუსეთში და საქართველომ თუ თქვა, რომ ძალიან კარგი თუ რუსეთი მოხსნის სანქციებს, შენ რუსეთუმე ხარ.

„გარედანაც რომ მოდის ხოლმე ეს კრიტიკა, რაღაც ჯგუფებიდან, ეს კიდევ უფრო პარადოქსული და სამწუხაროც არის, მაგრამ თან გაგეცინება ადამიანს. ნატოს ქვეყანაში არის რუსეთიდან ფრენები. ამერიკის შეერთებული შტატების, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, ასეთივე პარტნიორები და უფრო მჭიდრო პარტნიორები კიდევ უფრო ღრმა ურთიერთობებით, აი ამ ქვეყნების კომპანიები ახორციელებენ ფრენებს რუსეთში და საქართველომ თუ თქვა, რომ რუსეთმა რომ სანქციები დაუწესა ჩვენს მოქალაქეებს თავის დროზე, 2019 ში, სასჯელი რომ დაუწესა ძალიან კარგი თუ მოხსნიან, შენ რუსეთუმე ხარ. აი ეს არის ლოგიკა“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE-ში.”

Post navigation

Previous: სამარცხვინო ამბავია – ნიკა მაჭუტაძე წალენჯიხის მერზე
Next: პრეზიდენტმა ზუსტად იგივე მესიჯბოქსით გაგვლანძღა, როგორც ნაცმოძრაობის წარმომადგენლები გვლანძღავენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.