Skip to content
14/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სამარცხვინო ამბავია – ნიკა მაჭუტაძე წალენჯიხის მერზე

მარშალ პრესი 09/02/2023
088

წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა ნაციონალური მოძრაობის განახლებული პოლიტსაბჭოს სიაში შეიყვანეს, თუმცა, აღმოჩნდა, რომ ის ნიკა მაჭუტაძის პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი იყო და რაც მთავარია, მოქმედი, რამაც მაჭუტაძის განაწყენება და აღშფოთება გამოიწვია, ვინაიდან მას ამის შესახებ არც კი შეატყობინეს და ამბავი სოციალური ქსელიდან გაიგო.

“თავს ვალდებულად ვთვლი, გავაკეთო ერთი განცხადება თუ განმარტება:
წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა ჩვენი პარტიის “მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” წევრი იყო დღემდე.

2016 წელს იყო ჩვენი პარტიიდან მაჟორიტარობის კანდიდატი წალენჯიხა-ჩხოროწყუში.
2017 წლიდან იკავებდა რეგიონალური მდივნის თანამდებობას.
2020 წელს არჩეული იქნა პარტიის ახალ პოლიტ.საბჭოში.

2021 წელს “მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” კვოტით მე წარვუდგინე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ხელმძღვანელობას მისი კანდიდატურა წალენჯიხის მერის არჩევნებში – დაადასტურებენ კობა ნაყოფია, ნუგზარ წიკლაური, ლევან გახელაძე, მიხეილ ანთაძე და სხვები. (ცნობისთვის: ჩვენ ერთიან კოალიციაში/ბლოკში ვართ “ნაციონალურ მოძრაობასთან 2018 წლიდან ყველა არჩევნებში, როდესაც დავაფუძნეთ “ძალა ერთობაშია” ამსტერდამში, საქართველოდან და უკრაინიდან დევნილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად).

დღეს კი, მედიით შევიტყვეთ, რომ თურმე ჩვენი პოლიტიკური საბჭოს წევრი გია ხარჩილავა სხვა პარტიის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურ საბჭოში შესულა.
გია ხარჩილავა არამხოლოდ თანაპარტიელი იყო, არამედ მეგობარიც იყო ჩვენი და ძალიან, ძალიან სამწუხარო, გამაოგნებელი და პირდაპირ ვიტყვი, სამარცხვინო ამბავია, როდესაც მისი ამ გადაწყვეტილების შესახებ მედიის მეშვეობით გავიგეთ. ერთი წინადადება მაინც მოეწერა და ეთქვა.

P.S. სხვათაშორის, ზოგიერთი მისი ახლანდელი თანაპოლიტსაბჭოელი სასტიკად ეწინააღმდეგებოდა გიას კანდიდატურას და სერიოზული შიდაკოალიციური მუშაობის გაწევა დაგვჭირდა. დღეს კი, სწორედ იმ პოლიტიკურ საბჭოში ამოყო თავი, სადაც თურმე, მისი ერთერთი მთავარი მხარდამჭერის, ნუგზარ წიკლაურის ადგილი არ ყოფილა.”- წერს მაჭუტაძე.

Post navigation

Previous: ერთგულნი ვართ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერისა და ევროკავშირის პროექტების ფარგლებში თანამშრომლობის იდეებისადმი
Next: ნატოს ქვეყანაში არის რუსეთიდან ფრენები და საქართველომ თუ თქვა, რომ ძალიან კარგი იქნება თუ რუსეთი მოხსნის სანქციებს, შენ რუსეთუმე ხარ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.