IMG.GE ___________________________________ IMG.GE

არჩევნებზე დამკვირვებლების ჩამოსვლასთან დაკავშირებით, საბოლოო გადაწყვეტილება NDI-ს მსგავსად, არც IRI-ში მიუღიათ. ამის შესახებ Imedinews-ს საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტში განუცხადეს.

დღეს, NDI-ში Iმედინეწს-ს განუცხადეს, რომ არჩევნებზე დამკვირვებლების ჩამოსვლასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ NDI-ს და IRI-ს დამკვირვებლები არჩევნებზე შესაძლოა ვერ ჩამოვიდნენ.

მმართველი გუნდის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ინტერესებშია, რომ არჩევნებზე რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი იყოს წარმოდგენილი.

რაც შეეხება სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, ეუთო/ოდირი აპირებს, გამოაგზავნოს როგორც გრძელვადიანი, ასევე მოკლევადიანი დამკვირვებლები საქართველოში, – ამის შესახებ დღეს აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კენი დეგნანმა განაცხადა.

როგორც ცნობილია, არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლების ვიზიტთან დაკავშირებით კონკრეტული პროტოკოლი შემუშავდება.

არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება